Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებმუხლი 9

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 9. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2029

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრისთვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია (შემდგომ − სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისია).

2.სააგენტო ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დასაბუთების განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია შენიშვნების არსებობისას ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა (ის არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დასაბუთების წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა. სააგენტო მასთან შეთანხმებულ დასაბუთებას წარუდგენს სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებების განხორციელების ტერიტორიების განსაზღვრას.

3.სააგენტო სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის მიერ განსაზღვრული დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მისი წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული აღნიშნული გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა.

4.თუ სააგენტო არ ეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დასაბუთებას, შესაბამისი უარყოფითი დასკვნა გადაეცემა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი სააგენტოს წარუდგინოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

5.ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

6.გარემოსდაცვით პროგრამაში შესაბამისი თანხების არსებობის შემთხვევაში გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შესახებ. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

7.მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა.

8.სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და ამ კომისიის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დგინდება აღნიშნული კომისიის დებულებით, რომელსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

9.დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 სექ. 2029). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2021-დან · იცვლება 1 სექ. 2029-დან

1. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრისთვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია (შემდგომ − სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისია). 2. სააგენტო ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. თუ სააგენტო ეთანხმება აღნიშნულ დასაბუთებას, იგი მას წარუდგენს სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიას, რომელიც განსაზღვრავს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელ სანაცვლო/ადეკვატურ ღონისძიებებს. 3. სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის მიერ განსაზღვრული დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას სააგენტო წარუდგენს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მისი წარდგენიდან 180 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული აღნიშნული გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა. 4. თუ სააგენტო არ ეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას, შესაბამისი უარყოფითი დასკვნა გადაეცემა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი სააგენტოს წარუდგინოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. 6. გარემოსდაცვით პროგრამაში შესაბამისი თანხების არსებობის შემთხვევაში გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შესახებ. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე. 7. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა. 8. სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და ამ კომისიის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დგინდება აღნიშნული კომისიის დებულებით, რომელსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 9. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს მთავრობა.

განსხვავება ზემოთ მოცემულ ტექსტთან

1. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრისთვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისია (შემდგომ − სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისია). 2. სააგენტო ამ კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დასაბუთებას იხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დასაბუთების განხილვის პროცესშითუ სააგენტო უფლებამოსილია შენიშვნების არსებობისას ერთჯერადად დაადგინოს ხარვეზი, შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა (ის არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს) აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული/კორექტირებული დასაბუთების წარმოდგენისთვის, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის სავალდებულოა.ეთანხმება სააგენტოაღნიშნულ მასთანდასაბუთებას, შეთანხმებულიგი დასაბუთებასმას წარუდგენს სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიას, რომელიც უზრუნველყოფსგანსაზღვრავს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელიგანსახორციელებელ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებების განხორციელებისგამოსასწორებელ ტერიტორიებისსანაცვლო/ადეკვატურ განსაზღვრას.ღონისძიებებს. 3. სააგენტო სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის მიერ განსაზღვრული დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას სააგენტო წარუდგენს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მისი წარდგენიდან 60180 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი (მასში მითითებული უნდა იყოს ღონისძიებების ჩამონათვალი და მათი განხორციელების ვადები). მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს უნდა ერთოდეს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დადასტურებული აღნიშნული გეგმის პროექტის ხარჯთაღრიცხვა. 4. თუ სააგენტო არ ეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულგათვალისწინებულ დასაბუთებას, შესაბამისი უარყოფითი დასკვნა გადაეცემა მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული პირი ვალდებულია მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი სააგენტოს წარუდგინოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ ასრულებს აღნიშნულ ვალდებულებას, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. 6. გარემოსდაცვით პროგრამაში შესაბამისი თანხების არსებობის შემთხვევაში გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია დადგენილი წესით შეიმუშავებს რეკომენდაციას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის შესახებ. გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია წარედგინება სამინისტროს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრისა და ამ ორგანოსთვის შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე. 7. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელ ორგანოდ შესაძლებელია განისაზღვროს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულება, გარდა დეპარტამენტისა. 8. სანაცვლო გამოსასწორებელი ღონისძიებების კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და ამ კომისიის მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დგინდება აღნიშნული კომისიის დებულებით, რომელსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. 9. დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2029 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2026

    მე-2 პუნქტში სააგენტოს მიეცა ერთჯერადი ხარვეზის დადგენისა და წარმოების შეჩერების უფლება (არაუმეტეს 30 დღისა გადამუშავებული დასაბუთებისთვის); მე-3 პუნქტში გეგმის პროექტის წარდგენის ვადა 180-დან 60 დღემდე შემცირდა, ხოლო მე-4 პუნქტში ვადის წყაროდან მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ამოიღეს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №3

  • 1 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2026
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 11მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის სააგენტოსთან შეთანხმება და მასში ცვლილების შეტანა
  • 10მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობა
  • 29კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი/მისაღები და ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი სამართლებრივი აქტები და განსახორციელებელი ღონისძიებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 40¹ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 9კომპენსაცია გაუთვალისწინებელი დაზიანების გამო

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 129ზიანისა და ხარჯების ანაზღაურება

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 209სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა კანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამოწვეული ზიანისათვის

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 136ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 90¹²ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების/ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი და ვადები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 65დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 15საექსპერტო კომისია

გარემოს დაცვის შესახებ

  • 58¹ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები და გამოსაცემი ნორმატიული აქტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20990¹²40¹58¹136129651110291599
მნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…საქართველოს ადმინისტრა…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს სივრცის და…საქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026