Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 129

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 129. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრების გადაწყვეტილების საერთო კრების ჩატარების გარეშე მიღება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტნიორთა გადაწყვეტილების მისაღებად საერთო კრების მოწვევა აუცილებელი არ არის. საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანო/პირი გადასაწყვეტი საკითხების შემცველ დღის წესრიგს და პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტს უგზავნის პარტნიორებს მათ რეგისტრირებულ მისამართებზე, ხოლო წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ელექტრონული ფორმით. გზავნილი პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტსა და დღის წესრიგთან ერთად უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმ ვადაზე, რომელშიც პარტნიორებმა საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანოს წერილობით უნდა აცნობონ თავიანთი პოზიცია გადასაწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ვადა განსაზღვრულია წესდებით ან გადაწყვეტილების პროექტით. თუ აღნიშნული ვადა წესდებით ან გადაწყვეტილების პროექტით განსაზღვრული არ არის, ის 15 დღეს შეადგენს და აითვლება პარტნიორის მიერ გადაწყვეტილების პროექტის მიღებიდან; ბ) გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ ყველა ინფორმაციას/მონაცემს და დოკუმენტს; გ) წესდებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებსა და ინფორმაციას/მონაცემებს.

2.წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორის წერილობით პოზიციაზე პარტნიორის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმებას.

3.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში პარტნიორი საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანოს წერილობით არ აცნობებს თავის თანხმობას პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტზე, მიიჩნევა, რომ იგი ამ პროექტს არ ეთანხმება.

4.პარტნიორთა გადაწყვეტილების საერთო კრების ჩატარების გარეშე მიღებისას ხმათა უმრავლესობა გამოითვლება ყველა პარტნიორის ხმების საერთო რაოდენობიდან.

5.ამ მუხლის თანახმად მიღებულ პარტნიორთა გადაწყვეტილებას ხელს აწერს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანო. იგი მის ასლებს, რომლებზედაც მითითებულია გადაწყვეტილების მიღების თარიღი, უგზავნის პარტნიორებს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

რედაქციების შედარება

1. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტნიორთა გადაწყვეტილების მისაღებად საერთო კრების მოწვევა აუცილებელი არ არის. საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანო/პირი გადასაწყვეტი საკითხების შემცველ დღის წესრიგს და პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტს უგზავნის პარტნიორებს მათ რეგისტრირებულ მისამართებზე, ხოლო წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ელექტრონული ფორმით. გზავნილი პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტსა და დღის წესრიგთან ერთად უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმ ვადაზე, რომელშიც პარტნიორებმა საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანოს წერილობით უნდა აცნობონ თავიანთი პოზიცია გადასაწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ვადა განსაზღვრულია წესდებით ან გადაწყვეტილების პროექტით. თუ აღნიშნული ვადა წესდებით ან გადაწყვეტილების პროექტით განსაზღვრული არ არის, ის 15 დღეს შეადგენს და აითვლება პარტნიორის მიერ გადაწყვეტილების პროექტის მიღებიდან; ბ) გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ ყველა ინფორმაციას/მონაცემს და დოკუმენტს; გ) წესდებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებსა და ინფორმაციას/მონაცემებს. 2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორის წერილობით პოზიციაზე პარტნიორის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმებას. 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში პარტნიორი საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანოს წერილობით არ აცნობებს თავის თანხმობას პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტზე, მიიჩნევა, რომ იგი ამ პროექტს არ ეთანხმება. 4. პარტნიორთა გადაწყვეტილების საერთო კრების ჩატარების გარეშე მიღებისას ხმათა უმრავლესობა გამოითვლება ყველა პარტნიორის ხმების საერთო რაოდენობიდან. 5. ამ მუხლის თანახმად მიღებულ პარტნიორთა გადაწყვეტილებას ხელს აწერს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანო. იგი მის ასლებს, რომლებზედაც მითითებულია გადაწყვეტილების მიღების თარიღი, უგზავნის პარტნიორებს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

წინა მუხლი 128შემდეგი მუხლი 130

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 127

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 127შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრება
  • 131შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ხმის მიცემისა და პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის წესები და პირობები
  • 99სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 34კრედიტორთა კრების მოწვევა
  • 39კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 13კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 205მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 111გარიგების დადება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 20ასოციაციის საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85⁵დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი
  • 85⁴დასახლების საერთო კრების მოწვევის წესი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁹საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20523⁹11185⁵85⁴3439131271319920129
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს პატენტრწმუ…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025