Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებმუხლი 13

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 13. კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:სამეთვალყურეო საბჭოს კონსულტაციაგამარტივებული წარმოება ფულადი მოთხოვნების გადახდევინებისთვისგადახდისუუნარობის საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე კრედიტორთა კრებას  ამზადებს და მის ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სასამართლო.

2.კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება და კრედიტორთა კრების ოქმი არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა განთავსდება ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემაში.

3.ნებისმიერი უზრუნველყოფილი კრედიტორი ან არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგენს მოვალის მიმართ თავის მოთხოვნებს, უფლებამოსილია დაესწროს კრედიტორთა კრებას. კრედიტორთა კრებაზე დასწრების უფლება აქვს მოვალესაც. კრედიტორთა კრებაზე დამსწრე კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვან შენიშვნები და მოსაზრებები და დასვან კითხვები.

4.კრედიტორთა კრების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოწვევის უფლება აქვს კრედიტორს, რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის არანაკლებ 10 პროცენტს, აგრეთვე მოვალეს, მმართველს, რეაბილიტაციის ზედამხედველს. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ ამ კრების მოწვევის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორთა კრება უნდა ჩატარდეს აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ, კრედიტორთა კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია აღნიშნული კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა მოითხოვოს მის დღის წესრიგში საკითხის დამატება. ამ ვადის გასვლის შემდეგ ან უშუალოდ კრედიტორთა კრების მიმდინარეობისას მის დღის წესრიგში საკითხის დამატება დასაშვებია მხოლოდ მოვალის, მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და კრედიტორთა არანაკლებ 75 პროცენტის თანხმობით.

5.კრედიტორთა კრებაზე ხმის მიცემის უფლება აქვს ნებისმიერ კრედიტორს, რომლის მოთხოვნაც აღიარებულია, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6.კრედიტორთა კრება უფლებამოსილია (გადაწყვეტილებაუნარიანია), თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 50 პროცენტზე მეტის მფლობელი კრედიტორი.

7.კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს მასზე დამსწრე და წარმოდგენილ კრედიტორთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8.კრედიტორთა ხმების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: 1 ლარის მოთხოვნა – 1 ხმა (დამრგვალება ხდება უმცირესისკენ).

9.თუ კრედიტორთა კრება არ შედგა ან ის გადაწყვეტილებაუუნაროა (უფლებამოსილი არ არის) ან მან გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 7 დღის ვადაში, იმავე დღის წესრიგით მოიწვევა კრედიტორთა განმეორებითი კრება. ეს კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, მასზე დამსწრე და წარმოდგენილ კრედიტორთა ხმების რაოდენობის მიუხედავად.

10.თუ კრედიტორთა განმეორებითი კრება არ შედგა ან მან გადაწყვეტილება ვერ მიიღო, იმავე საკითხზე კრედიტორთა კრების ხელახლა მოწვევა შესაძლებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

11.კრედიტორთა კრების მოწვევა აუცილებელი არ არის, თუ ხმათა 50 პროცენტზე მეტის მფლობელი კრედიტორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. აღნიშნული თანხმობა კრედიტორთა კრების ოქმის ტოლფასია და კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებად მიიჩნევა. თუ კრედიტორთა კრება გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე იღებს, რომლის გადასაწყვეტადაც უფრო მეტი მხარდაჭერაა საჭირო, ეს წესი გამოიყენება შესაბამისი მეტი მხარდაჭერის არსებობის პირობით.

12.კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების მისი ჩატარების გარეშე მიღების შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც ის განთავსდება ელექტრონულ სისტემაში ან სხვაგვარად გახდება ხელმისაწვდომი მმართველისთვის, რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის, მოვალისა და ნებისმიერი სხვა კრედიტორისთვის.

13.კრედიტორთა კრების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 სამუშაო დღეს.

14.თუ იდენტური მოთხოვნების მქონე პირთა (კრედიტორთა) (მათ შორის, ფასიანი ქაღალდების მფლობელთა) რაოდენობა 20-ზე მეტია, სასამართლოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ისინი ვალდებული არიან დანიშნონ წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, მონაწილეობა მიიღოს კრედიტორთა კრებაში და წარმოდგენილი კრედიტორების სახელით განახორციელოს მათი სხვა უფლებამოსილებები. აღნიშნული წარმომადგენლისთვის ინფორმაციის მიწოდებით ეს ინფორმაცია თითოეული წარმოდგენილი კრედიტორისთვის მიწოდებულად ჩაითვლება. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება წერილობით ფორმდება. თუ კრედიტორები სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნის მათთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ვერ შეთანხმდებიან წარმომადგენლის კანდიდატურაზე, სასამართლო უფლებამოსილია ამავე კრედიტორთაგან თავად დანიშნოს წარმომადგენელი. ამ პუნქტით განსაზღვრული წარმომადგენლების რაოდენობა 3-ს არ უნდა აღემატებოდეს.

15.თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იდენტური მოთხოვნები „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოშვებული საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარეობს, აღნიშნული ფასიანი ქაღალდების მფლობელები წარმომადგენელს ნიშნავენ ემისიის პირობებით დადგენილი წესით, რის შესახებაც აცნობებენ სასამართლოს. თუ კრედიტორები სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნის მათთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში  ვერ დანიშნავენ წარმომადგენელს ან ემისიის პირობები ამ კანონით განსაზღვრულ საკითხზე წარმომადგენლობას არ ითვალისწინებს, სასამართლო უფლებამოსილია ამავე კრედიტორთაგან თავად დანიშნოს წარმომადგენელი.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დირექტორთა საბჭოს სხდომის პროცედურები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კრედიტორის უფლებები გაკოტრებისას1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროტესტის წარდგენა მოთხოვნის წინააღმდეგსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №4

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19

მიუთითებენ მასზე

მუხლი 82

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 39კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • 76კრედიტორთა კომიტეტი
  • 34კრედიტორთა კრების მოწვევა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 18კრედიტორისა და მოვალის უფლებამოსილებანი

მეწარმეთა შესახებ

  • 242საერთო კრების მოწვევის ვადა და დღის წესრიგი
  • 189შეტყობინება საერთო კრების მოწვევის შესახებ
  • 187საერთო კრების მოწვევა აქციონერის/აქციონერების მოთხოვნით

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁹აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება
  • 309²⁸აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 7საერთო კრება

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 66კრების (სხდომის) ოქმის დამოწმებისა და რეგისტრაციის საერთო წესები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 305კრედიტორის, მოვალისა და მესაკუთრის მონაწილეობა აუქციონში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
718309²⁹309²⁸30566198239763424218918713
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…სააღსრულებო წარმოებათა…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…არასაბანკო სადეპოზიტო …სანოტარო მოქმედებათა შ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო