რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 39. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილისალომე კობერიძე

1.კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს: ა) რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზების განსახილველად ჩატარებულ კრედიტორთა კრებაზე დასწრებისა და ხმის უფლების მქონე კრედიტორს; ბ) ხმის უფლების მქონე კრედიტორს, რომელსაც კრედიტორთა კრებაზე დასასწრები მოსაწვევი არ გაეგზავნა.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროს შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მოვალის კრედიტორს ან პარტნიორს გაუმართლებელ ზიანს აყენებს; ბ) კრედიტორთა კრება წესების არსებითი დარღვევით ჩატარდა. ამ მუხლის მიზნებისთვის, კრედიტორისთვის კრედიტორთა კრებაზე დასასწრები მოსაწვევის გაუგზავნელობა წესების არსებით დარღვევად არ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული კრედიტორის ხმის უფლებას შეეძლო გავლენა მოეხდინა კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებაზე.

3.რეგულირებული შეთანხმების ამ მუხლით დადგენილი წესით გასაჩივრების ვადაა 30 დღე, რომელიც აითვლება: ა) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სასამართლოსთვის კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების/შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენის დღიდან; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − მის მიერ კრედიტორთა კრების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიღების დღიდან.

4.სასამართლო ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილ საჩივარს განიხილავს 30 დღის ვადაში. თუ სასამართლო საჩივარს დასაბუთებულად მიიჩნევს, ის უფლებამოსილია გააუქმოს რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შესახებ კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
718291972153526363437931921298839
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…არასაბანკო სადეპოზიტო …მეწარმეთა შესახებსაჯარო რეესტრის შესახე…საჯარო შესყიდვების შეს…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა