რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 34. კრედიტორთა კრების მოწვევა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეგულირებული შეთანხმების პროექტი უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს მორატორიუმის მოქმედების ვადის ბოლო დღისა, ხოლო რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზების მორატორიუმის გარეშე განხორციელებისას − სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

2.რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა რეგულირებული შეთანხმების დასამტკიცებლად კრედიტორთა კრებაზე დასასწრები მოსაწვევი უნდა გაუგზავნოს მისთვის და მოვალისთვის ცნობილ ყველა კრედიტორს ამ კრების თარიღამდე არაუგვიანეს 14 დღისა. აღნიშნული მოსაწვევი უნდა შეიცავდეს: ა) რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზების ასლს; ბ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის ასლს, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) სასამართლოს შესაბამისი განჩინების ასლს; დ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის განმარტებას კრედიტორის მიერ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შეთავაზებისა და მის, როგორც რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის, მიერ ამ ცვლილების გათვალისწინების თაობაზე; ე) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის განმარტებას კრედიტორის მოთხოვნისა და მისი ხმის უფლების თაობაზე, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; ვ) კრების თარიღს, დროსა და ადგილს.

3.რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვალდებულია შესაბამის კრედიტორს კრედიტორთა კრებაზე დასასწრებ მოსაწვევში განუმარტოს მისი სტატუსი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91⁸38309²⁸205309²⁹31⁴333839373524218924134
მითითებამნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…მეწარმეთა შესახებსააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა