მეწარმეთა შესახებ

მუხლი 213. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გამოწვევა და გასვლა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს არჩეული წევრი საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს გამოწვეული სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან. ეს გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.

2.უფლებამოსილმა პირმა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს დელეგირებული წევრი. თუ წესდებით გათვალისწინებული დელეგირების საფუძვლები აღარ არსებობს, სამეთვალყურეო საბჭოს დელეგირებული წევრის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება.

3.სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სააქციო საზოგადოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას აქვს საპატიო მიზეზი.

4.თუ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გასვლიდან 6 თვის განმავლობაში არ აირჩევა ახალი წევრი, სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა წესდებით განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლებია.

5.სასამართლოს მიერ დანიშნულ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის კანონით დადგენილი წესით არჩევისთანავე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
83166¹⁴40309²⁵14502122182172124213
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…არასაბანკო სადეპოზიტო …ზოგადი განათლების შესა…კომერციული ბანკების სა…საავტორო და მომიჯნავე …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა