Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 309²⁵

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 309²⁵. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევი წევრის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) დასახელებას, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევი წევრის ვინაობას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონს ან/და სხვა მონაცემებს; გ) მითითებას განმცხადებლის (განმცხადებლების) უფლებამოსილებაზე, მიმართოს (მიმართონ) სასამართლოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მოთხოვნით; დ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობის დასაბუთებას; ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას სამეთვალყურეო საბჭოს კონკრეტული წევრის გამოწვევის შესახებ; ვ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას; ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.

3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის შესახებ და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

4.სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მისი დასაშვებობის წინაპირობებს. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. თუ არსებობს განცხადების დასაშვებობის წინაპირობები, სასამართლო სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევ წევრს აცნობებს სამეწარმეო საზოგადოების მოთხოვნის შესახებ, უგზავნის განცხადებასა და მისთვის დართულ მტკიცებულებებს და ნიშნავს სასამართლო სხდომას. სასამართლო სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევი წევრის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.

5.სამეთვალყურეო საბჭოს გამოსაწვევი წევრი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს პოზიცია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებასა და სამეთვალყურეო საბჭოს ოქმში მითითებული შესაბამისი საფუძვლების შესახებ.

6.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

7.სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.

წინა მუხლი 309²⁴შემდეგი მუხლი 309²⁶

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №178

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁶სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა
  • 309²⁷სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრა
  • 309³¹სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირება

მეწარმეთა შესახებ

  • 213სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გამოწვევა და გასვლა
  • 217სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა
  • 212სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 52დარღვევები და სანქციები

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 11სადავო საკითხის გადაწყვეტა
  • 8გამწვევი კომისიის მიერ განცხადებების განხილვა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 14სამეთვალყურეო საბჭო

მაუწყებლობის შესახებ

  • 28სამეურვეო საბჭოს სხდომა

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 24ასოციაციის საქმიანობაზე ზედამხედველობა, ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
118309²⁶309²⁷309³¹28142132172125224309²⁵
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ნებაყოფლობითი კერძო პე…არასამხედრო ალტერნატიუ…კომერციული ბანკების სა…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025