Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიკრობანკების საქმიანობის შესახებმუხლი 21

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

მუხლი 21. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:სამეთვალყურეო საბჭოს კონსულტაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს მიკრობანკის საქმიანობის ზედამხედველობას. იგი შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისგან. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნისა და მისი შემადგენლობის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით.

2.სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა ასრულებდეს აღმასრულებელ ფუნქციებს.

3.სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ირჩევს აქციონერთა საერთო კრება 4 წლის ვადით. მისი განმეორებით არჩევა შეუზღუდავია.

4.აქციონერთა საერთო კრება განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ანაზღაურების მიცემის საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად. სამეთვალყურეო საბჭოს წევრისთვის ნებადართულია მხოლოდ ფიქსირებული ანაზღაურების მიღება.

5.სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს და აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნებს.

6.სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მიკრობანკის საქმეებს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს, მიკრობანკზე ისე უნდა ზრუნავდეს, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი, და მიკრობანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. ამ მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მიკრობანკის წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ იგი თავისი ქმედებით აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანის მიყენებას გამოიწვევდა, მაგრამ ამის თაობაზე არ შეატყობინა საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღსრულებამდე.

7.სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს მიკრობანკის ინტერესებს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საქმეს გონივრულად და დამოუკიდებლად უნდა მიუდგნენ. მათ უნდა უზრუნველყონ მიკრობანკის კომპეტენტური დირექტორების შერჩევა და შენარჩუნება, აგრეთვე მიკრობანკის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა.

8.სამეთვალყურეო საბჭო, მისი წევრი არ არის უფლებამოსილი, აქციონერთა საერთო კრების თანხმობის გარეშე განახორციელოს თავისი უფლებების სხვისთვის დელეგირება.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დირექტორთა საბჭოს ფორმირება და შემადგენლობა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №5

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 22მიკრობანკის დირექტორატი
  • 23აუდიტის კომიტეტი
  • 20მიკრობანკის კორპორაციული მართვა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 14სამეთვალყურეო საბჭო

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 8სამეთვალყურეო საბჭო

მეწარმეთა შესახებ

  • 212სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევა
  • 249კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 7საბჭოს შემადგენლობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 7ეროვნული ბანკის მმართველობა

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 41⁴დავების განმხილველი კომისია

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹⁴ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო

დაზღვევის შესახებ

  • 9¹მზღვეველის მმართველი ორგანოები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
866¹⁴9¹14741⁴7212249722232021
მითითებამნიშვნელობით ახლოსმიკრობანკების საქმიანო…კომერციული ბანკების სა…არასაბანკო სადეპოზიტო …მეწარმეთა შესახებდეპოზიტების დაზღვევის …საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026