მეწარმეთა შესახებ

მუხლი 241. საერთო კრების მოწვევა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთო კრება, გარდა ამ კანონითა და წესდებით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეული უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც.

2.პარტნიორთა წლიური კრება მოწვეული უნდა იქნეს წლიური ბალანსის შედგენიდან 6 თვის ვადაში.

3.საერთო კრებას იწვევს კოოპერატივის ხელმძღვანელი ორგანო, თუ კანონით ან წესდებით საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება სხვა პირსაც არ აქვს მინიჭებული. საერთო კრების მოწვევა ხელმძღვანელი ორგანოს მოვალეობაა.

4.საერთო კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ კოოპერატივის წევრთა 10 პროცენტი ან წესდებით გათვალისწინებული კოოპერატივის წევრთა სხვა რაოდენობა კონკრეტული მიზნის მითითებით წერილობით მოითხოვს საერთო კრების მოწვევას.

5.თუ საერთო კრების მოწვევის თაობაზე კოოპერატივის წევრთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სასამართლოს შეუძლია განმცხადებელ კოოპერატივის წევრებს მიანიჭოს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
766¹³20309³⁰309²⁸85⁴85⁵1518724318620241
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ადგილობრივი თვითმმართვ…საავტორო და მომიჯნავე …წყალმომხმარებელთა ორგა…არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა