Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 66¹³

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66¹³. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება (შემდგომ − საერთო კრება) მოიწვევა სულ მცირე წელიწადში ერთხელ.

2.საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების (მათ შორის, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჰონორარის განაწილების ძირითად პრინციპებსა და წესებს შეეხება) შეტანის შესახებ, აგრეთვე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებული წესების თაობაზე.

3.საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე, იხილავს მათი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ამტკიცებს  მათ ანაზღაურებასა  და  წახალისებასთან,  როგორიცაა ფულადი და არაფულადი სარგებლისა და საპენსიო დანამატების გაცემა, დაკავშირებულ წესს, აგრეთვე ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სხვა წესებს.

4.საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე: ა) შეგროვებული ჰონორარების განაწილების ზოგადი წესები და პოლიტიკა; ბ) გაუნაწილებელი ჰონორარების განკარგვის ზოგადი წესები და პოლიტიკა; გ) გაუნაწილებელი ჰონორარების გამოყენება; დ) შეგროვებული ჰონორარებიდან მიზნობრივი დაქვითვების განხორციელება; ე) რისკების მართვის პოლიტიკა; ვ) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა; ზ) რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები, იურიდიული პირის დაფუძნება და სხვა იურიდიული პირის აქციების ან/და წილების შეძენა; თ) სესხის აღება, სესხის გაცემა, თავდებობა ან სესხის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.

5.საერთო კრება აკონტროლებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობას სულ მცირე აუდიტორის დანიშვნითა და გათავისუფლებით, აგრეთვე ამტკიცებს ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშს.

6.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10 პროცენტს ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ კვალიფიციური დასკვნის მოსამზადებლად შეუძლია მოიწვიოს დარგის სპეციალისტი.

7.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ყველა წევრს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში და ისარგებლოს ხმის უფლებით. აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ორგანიზაციის წევრის მიერ საერთო კრებაში მონაწილეობის მიღება დისტანციურად, რაც განსაზღვრული უნდა იყოს ამ ორგანიზაციის წესდებით.

8.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. ეს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი იმ პირობით, რომ ასეთი წარმომადგენლობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. ინტერესთა კონფლიქტი აგრეთვე არსებობს, თუ აღნიშნულ ორგანიზაციაში უფლების მფლობელსა და წარმომადგენელს აქვთ უფლებების სხვადასხვა კატეგორიის უფლების მფლობელის სტატუსი.

9.წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გაიცემა მხოლოდ კონკრეტულ საერთო კრებაში მონაწილეობის მიზნით. საერთო კრებაში მონაწილე წარმომადგენელი სარგებლობს უფლების მფლობელის ანალოგიური უფლებებითა და ვალდებულებებით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

წინა მუხლი 66¹²შემდეგი მუხლი 66¹⁴

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 66²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66¹⁴ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო
  • 66²ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების წესები
  • 66¹⁵ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 7საერთო კრება

მეწარმეთა შესახებ

  • 241საერთო კრების მოწვევა
  • 184საერთო კრების კომპეტენცია
  • 36საერთო კრება

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 15წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 19ასოციაციის საერთო კრება

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 20შემოქმედებითი კავშირის უმაღლესი ორგანო

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 10მმართველობითი საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 8წევრების უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
766²66¹⁴66¹⁵8201015241184361966¹³
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …არასაბანკო სადეპოზიტო …მეწარმეთა შესახებწყალმომხმარებელთა ორგა…საქართველოს პატენტრწმუ…შემოქმედ მუშაკთა და შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025