Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებმუხლი 15

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 15. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.

2.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.

3.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა ან/და საერთო კრების წევრთა არანაკლებ 15 პროცენტი.

4.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილი არიან ხმების ნახევარზე მეტის მქონე წევრები. თუ საერთო კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ან/და საერთო კრების წევრთა არანაკლებ 15 პროცენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა ახალი საერთო კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია, მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე წევრთა რაოდენობის მიუხედავად.

5.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების წევრები არიან წყალმომხმარებელთა  ორგანიზაციის  მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის მესაკუთრეები/მოსარგებლეები. მიწის თანასაკუთრების შემთხვევაში საერთო კრების წევრია მიწის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი თანამესაკუთრეები მიანიჭებენ შესაბამის უფლებამოსილებას.

6.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს მასზე დამსწრე წევრთა ხმების არანაკლებ 51 პროცენტით.

7.ხმის უფლების მისაღებად პირი უნდა იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი და მას არ უნდა ჰქონდეს დავალიანება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ. ხმები ნაწილდება შემდეგი სქემით: ა) 2 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 1 ხმა; ბ) 2-დან 4 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 2 ხმა; გ) 4-დან 6 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 3 ხმა; დ) 6-დან 8 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 4 ხმა; ე) 8-დან 10 ჰა-მდე მიწის  მესაკუთრე/მოსარგებლე − 5 ხმა; ვ) 10-დან 15 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 6 ხმა; ზ) 15-დან 20 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 7 ხმა; თ) 20-დან 30 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 8 ხმა; ი) 30-დან 50 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 9 ხმა; კ) 50 ჰა-ზე მეტი მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 10 ხმა.

8.თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს ერთი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფარგლებში აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ისინი ერთ მეურნეობად ჩაითვლება და მათი ფართობები შეიკრიბება მისანიჭებელი ხმების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით.

9.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს შეუძლია საკუთარი ხმის უფლება თავის წარმომადგენელს გადასცეს. ხმის უფლების დელეგირება რეგულირდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით.

10.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების ფუნქციებია: ა) წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის გეგმების დამტკიცება; ბ) სარეზერვო ფონდის შექმნის, შევსებისა და განკარგვის წესის განსაზღვრა; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობისა და სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრთა არჩევა; დ) საჭიროების შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შინაგანაწესის დამტკიცება; ე) წყალსარგებლობის საფასურის განსაზღვრა; ვ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წლიური ანგარიშის დამტკიცება; ზ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; თ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო გეგმის დამტკიცება; ი) ნებისმიერი სხვა საკითხის დამტკიცება, რომელიც უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ ამ კანონისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების მოთხოვნების შესაბამისად.

11.ამ კანონით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებისთვის მინიჭებული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სხვა ორგანოსთვის დელეგირება დაუშვებელია.

წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-09 · №3

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 19წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის სხდომა
  • 14წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის ორგანოები
  • 17წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობა

მეწარმეთა შესახებ

  • 37საერთო კრების გადაწყვეტილება
  • 241საერთო კრების მოწვევა
  • 187საერთო კრების მოწვევა აქციონერის/აქციონერების მოთხოვნით

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85²დასახლების საერთო კრება
  • 85⁵დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

  • 5სამომხმარებლო კოოპერატივის მართვისა და კონტროლის ორგანოები
  • 6სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირების მართვისა და კონტროლის ორგანოები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 6პალატის მართვა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ

  • 28ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2856685²85⁵1914173724118715
მნიშვნელობით ახლოსწყალმომხმარებელთა ორგა…მეწარმეთა შესახებადგილობრივი თვითმმართვ…სამომხმარებლო კოოპერაც…საქართველოს სავაჭრო-სა…ბინათმესაკუთრეთა ამხან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივნ. 2026