Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 61

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 61. გადაწყვეტილება გარდაქმნის შესახებ

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კომანდიტურ საზოგადოებაში გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ყველა პარტნიორის თანხმობით. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ამ გადაწყვეტილების კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების სულ მცირე 3/4-ის უმრავლესობით მიღებას.

2.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების ან კოოპერატივის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის შემთხვევაში გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება  ყველა პარტნიორის თანხმობით, ხოლო კომანდიტურ საზოგადოებად გარდაქმნის შემთხვევაში − კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ ამ გადაწყვეტილებას ხმას მისცემს ყველა ის პარტნიორი, რომელიც კომპლემენტარი უნდა გახდეს.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით. სააქციო საზოგადოებაში გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, ხოლო სხვადასხვა კლასის აქციების არსებობისას − თითოეული კლასის აქციების მფლობელთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.

4.ხელმძღვანელმა ორგანომ ყველა პარტნიორს საერთო კრების მოსაწვევთან ერთად უნდა გაუგზავნოს შესაქმნელი სამეწარმეო საზოგადოების დასამტკიცებელი წესდების პროექტი და წერილობითი ანგარიში, რომელშიც ასახულია სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის მიზეზები და მიზნები. იმ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელსაც 100-ზე მეტი აქციონერი ჰყავს, საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებით, ხოლო ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში) განთავსებით. ანგარიშის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სამეწარმეო საზოგადოებას მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავს ან ყველა პარტნიორი წერილობით უარს განაცხადებს ანგარიშის წარდგენაზე.

5.გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს: ა) სამეწარმეო საზოგადოების ახალი სამართლებრივი ფორმა; ბ) სამეწარმეო საზოგადოების ახალი საფირმო სახელწოდება; გ) ინფორმაცია შესაქმნელი სამეწარმეო საზოგადოების წესდების პროექტის შესახებ. ეს პროექტი უნდა დაერთოს გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებას; დ) შესაქმნელ სამეწარმეო საზოგადოებაში წილის მიკუთვნების პირობები და ფულად კომპენსაციასთან (არსებობის შემთხვევაში) დაკავშირებული პირობები, მათ შორის, უფლებები, რომლებსაც შესაქმნელი სამეწარმეო საზოგადოება ანიჭებს წილების/აქციების (გარდა ჩვეულებრივი აქციებისა) მფლობელებს, აგრეთვე იმ პარტნიორებს, რომელთა წილებს/აქციებს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა მინიჭებული, და სხვა ფასიანი ქაღალდების მფლობელებს, ან ამ პირთა მიმართ შეთავაზებული ზომები; ე) გადაწყვეტილება ხელმძღვანელი პირების დანიშვნისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ, თუ მათი არსებობა აუცილებელია შესაქმნელი სამეწარმეო საზოგადოებისთვის. ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებას.

6.გარდაქმნის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება უნდა დამოწმდეს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

რედაქციების შედარება

1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კომანდიტურ საზოგადოებაში გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ყველა პარტნიორის თანხმობით. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ამ გადაწყვეტილების კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების სულ მცირე 3/4-ის უმრავლესობით მიღებას. 2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების ან კოოპერატივის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის შემთხვევაში გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება  ყველა პარტნიორის თანხმობით, ხოლო კომანდიტურ საზოგადოებად გარდაქმნის შემთხვევაში − კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ ამ გადაწყვეტილებას ხმას მისცემს ყველა ის პარტნიორი, რომელიც კომპლემენტარი უნდა გახდეს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით. სააქციო საზოგადოებაში გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, ხოლო სხვადასხვა კლასის აქციების არსებობისას − თითოეული კლასის აქციების მფლობელთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული. 4. ხელმძღვანელმა ორგანომ ყველა პარტნიორს საერთო კრების მოსაწვევთან ერთად უნდა გაუგზავნოს შესაქმნელი სამეწარმეო საზოგადოების დასამტკიცებელი წესდების პროექტი და წერილობითი ანგარიში, რომელშიც ასახულია სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის მიზეზები და მიზნები. იმ სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელსაც 100-ზე მეტი აქციონერი ჰყავს, საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებით, ხოლო ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და სააქციო საზოგადოების ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში) განთავსებით. ანგარიშის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სამეწარმეო საზოგადოებას მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავს ან ყველა პარტნიორი წერილობით უარს განაცხადებს ანგარიშის წარდგენაზე. 5. გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს: ა) სამეწარმეო საზოგადოების ახალი სამართლებრივი ფორმა; ბ) სამეწარმეო საზოგადოების ახალი საფირმო სახელწოდება; გ) ინფორმაცია შესაქმნელი სამეწარმეო საზოგადოების წესდების პროექტის შესახებ. ეს პროექტი უნდა დაერთოს გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებას; დ) შესაქმნელ სამეწარმეო საზოგადოებაში წილის მიკუთვნების პირობები და ფულად კომპენსაციასთან (არსებობის შემთხვევაში) დაკავშირებული პირობები, მათ შორის, უფლებები, რომლებსაც შესაქმნელი სამეწარმეო საზოგადოება ანიჭებს წილების/აქციების (გარდა ჩვეულებრივი აქციებისა) მფლობელებს, აგრეთვე იმ პარტნიორებს, რომელთა წილებს/აქციებს განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა მინიჭებული, და სხვა ფასიანი ქაღალდების მფლობელებს, ან ამ პირთა მიმართ შეთავაზებული ზომები; ე) გადაწყვეტილება ხელმძღვანელი პირების დანიშვნისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის შესახებ, თუ მათი არსებობა აუცილებელია შესაქმნელი სამეწარმეო საზოგადოებისთვის. ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებას. 6. გარდაქმნის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება უნდა დამოწმდეს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

წინა მუხლი 60შემდეგი მუხლი 62

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4

მიუთითებენ მასზე

მუხლი 64მუხლი 71

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 37საერთო კრების გადაწყვეტილება
  • 100საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება
  • 126შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 47შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 937მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა
  • 934საქმეების ერთობლივად გაძღოლის ვალდებულება
  • 938უარი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

  • 12სამომხმარებლო კოოპერატივის, სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დაზღვევის შესახებ

  • 28დაზღვევის ორგანიზაციის რეორგანიზაციის და მის წესდებაში ცვლილებების შეტანის შედეგები

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 30საზოგადოების მონაწილეობის უფლება

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 4სეკიურიტიზაციის კომპანია

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 56საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28129379349385630474647137100126461
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს სამოქალაქო…სამომხმარებლო კოოპერაც…დაზღვევის შესახებგარემოსდაცვითი შეფასებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025