დაზღვევის შესახებ

მუხლი 28. დაზღვევის ორგანიზაციის რეორგანიზაციის და მის წესდებაში ცვლილებების შეტანის შედეგები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის შერწყმის, მიერთების ან გაყოფის შემთხვევაში ამ ლიცენზიაზე მისი უფლება მის უფლებამონაცვლეზე გადადის. საჭიროების შემთხვევაში უფლებამონაცვლეზე ძველის სანაცვლოდ გაიცემა შესაბამისი ლიცენზია.

2.განცხადებას ლიცენზიის შეცვლის შესახებ თან ერთვის: ა) იურიდიული პირის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება; ბ) მზღვეველის – უფლებამონაცვლის სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი.

3.თუ იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეიტანება ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს იურიდიული პირის ხელახალ რეგისტრაციას, ამ დოკუმენტების ასლები გაეგზავნება სამსახურს.

4.მზღვეველი ვალდებულია საფირმო სახელწოდების, ადგილსამყოფლის შეცვლისა და სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით აცნობოს სამსახურს და წარუდგინოს მას სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

5.მზღვეველი ვალდებულია: ა) მნიშვნელოვანი წილის გასხვისებისას სამსახურს წინასწარ წერილობით აცნობოს გარიგების შესახებ და წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, აგრეთვე მონაცემები/ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შემძენი პირის ფინანსური მდგომარეობისა და ფულის წარმოშობის შესახებ გარიგების ღირებულების ფარგლებში; ბ) რეორგანიზაციის ან/და ფილიალის (წარმომადგენლობის) დაარსების შემთხვევაში სამსახურს წინასწარ წერილობით აცნობოს შესაბამისი ინფორმაცია/წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (რეორგანიზაციისას წარდგენილი უნდა იქნეს ასევე შერწყმის ან გაყოფის დასაბუთება და პირობები).

5¹.ადმინისტრატორის ცვლილების შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია სამსახურს წინასწარ წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.“;

5².სამსახური მზღვეველს დასაბუთებულ უარს ეუბნება ამ მუხლის მე-5 და 5 1 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობით წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში. დასაბუთებული უარის ამ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში თანხმობა გაცემულად ჩაითვლება.

6.მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ გარიგება ბათილია, თუ სამსახურში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ინფორმაცია ან სამსახურისაგან მიღებულ იქნა დასაბუთებული უარი, მაგრამ გარიგება მაინც განხორციელდა. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3062-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.220 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2832-სსმI, №19, 13.04.2010წ., მუხ.106 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5384 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1821 - ვებგვერდი, 28.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2017
  2. · გამოქვეყნდა 17 ივნ. 2016
  3. · გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013

    28-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5, 5¹ და მე-6 პუნქტებში შეტყობინების მიმღები, თანხმობა-უარის გამცემი და წარდგენის ადრესატი ეროვნული ბანკის ნაცვლად „სამსახურია“; 10-დღიანი ვადა და თანხმობის ივარაუდება უცვლელია.

  4. 28-ე მუხლში „ბ“ ქვეპუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: ნასამართლობის მოთხოვნა ვრცელდება მმართველი ორგანოს წევრებსა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელებზე.

  5. 28-ე მუხლს დაემატა 5¹ პუნქტი, რომლითაც ადმინისტრატორის შეცვლისას მზღვეველმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დოკუმენტაცია.

  6. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    28-ე მუხლში რეორგანიზაცია დაიშალა შერწყმად, მიერთებად და გამოყოფად, ზედამხედველი ორგანო ეროვნული ბანკია, მე-4 პუნქტი შეიცვალა და დაემატა მე-5 და მე-6 პუნქტები მნიშვნელოვანი წილის გასხვისების წინასწარ შეტყობინებასა და გარიგების ბათილობაზე.

  7. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2008

    28-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში დოკუმენტების ასლებისა და ცვლილებების შესახებ შეტყობინების მიმღები ორგანო ახლა სააგენტოა.

  8. 28-ე მუხლში სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და რეორგანიზაციის შესახებ ასლებისა და შეტყობინების ადრესატი ახლა ფინანსური მონიტორინგის სამსახურია; მე-4 პუნქტი ხელახლა ჩამოყალიბდა, 7 სამუშაო დღის ვადა დარჩა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნანა თურმანიძე

ნანა თურმანიძე

ბიზნეს იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2233³27¹92565615250³ (…16¹3064737428
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებსაქართველოს საგადასახა…საინვესტიციო ფონდების …მეწარმეთა შესახებგადასახადების ადმინისტ…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა