1.თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუკი მას ესწრება/ესწრებიან ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი/პარტნიორები. თუ საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორთა რაოდენობის მიუხედავად.
3.საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით ან წესდებით განსაზღვრულია ხმათა უფრო დიდი რაოდენობა ან სხვა, დამატებითი პირობები. ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ან/და ორგანოს არჩევისთვის ან ალტერნატიული წინადადების კენჭისყრისთვის წესდება შეიძლება ადგენდეს განსხვავებულ წესებს, მათ შორის, ითვალისწინებდეს ხმათა უფრო მცირე რაოდენობას.
4.სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის წერილობითი გადაწყვეტილება/თანხმობა საერთო კრების ოქმის ტოლფასი დოკუმენტია და საერთო კრების გადაწყვეტილებად მიიჩნევა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუკი მას ესწრება/ესწრებიან ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი/პარტნიორები. თუ საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, კრებისმომწვევსშეუძლიაიმავეწესითადაიმავედღისწესრიგით ხელახლამოიწვიოსკრება.მეორეკრებაგადაწყვეტილებაუნარიანია,მასზედამსწრეხმის უფლების მქონე პარტნიორთა რაოდენობის მიუხედავად.
2. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კომანდიტურ საზოგადოებაში ხმების რაოდენობა გამოითვლება პარტნიორთა რაოდენობის მიხედვით, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში − სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის მიხედვით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით ან წესდებით განსაზღვრულია ხმათა უფრო დიდი რაოდენობა ან სხვა, დამატებითი პირობები. ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ან/და ორგანოს არჩევისთვის ან ალტერნატიული წინადადების კენჭისყრისთვის წესდება შეიძლება ადგენდეს განსხვავებულ წესებს, მათ შორის, ითვალისწინებდეს ხმათა უფრო მცირე რაოდენობას.
4. სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის წერილობითი გადაწყვეტილება/თანხმობა საერთო კრების ოქმის ტოლფასი დოკუმენტია და საერთო კრების გადაწყვეტილებად მიიჩნევა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 15 დეკ. 2022ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.