მეწარმეთა შესახებ

მუხლი 64. გარდაქმნის რეგისტრაცია

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გარდაქმნის რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად ხელმძღვანელმა ორგანომ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს განცხადება სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ.

2.სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდნენ უფლებამოსილი პირები.

3.სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება გარდაქმნის შესახებ; ბ) ამ კანონის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილებისთვის დართული დოკუმენტები; გ) მონაცემები პარტნიორთა ვინაობისა და გარდაქმნილ სამეწარმეო საზოგადოებაში (გარდა კოოპერატივისა და სააქციო საზოგადოებისა) მათი წილების შესახებ.

4.სამეწარმეო საზოგადოებამ სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს ყველა სხვა დოკუმენტი და მონაცემი, რომლებიც საჭიროა ახალი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისთვის.

5.გარდაქმნა ძალაში შედის მისი რეგისტრაციის მომენტიდან. გარდაქმნის რეგისტრაციის შემდეგ გარდაქმნის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილების ბათილობაზე მითითება დაუშვებელია.

6.სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის რეგისტრაციის შესახებ განცხადება მარეგისტრირებელ ორგანოს შეიძლება წარედგინოს გარდაქმნის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. ამ ვადის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ ყველა პარტნიორი წერილობით უარს განაცხადებს გასაჩივრების უფლების გამოყენებაზე, რაც უნდა დამოწმდეს ამ კანონით წესდებაზე ხელმოწერის დამოწმებისთვის დადგენილი წესით. კრედიტორთა უფლებები განისაზღვრება ამ კანონის 74-ე მუხლით.

7.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გარდაქმნის რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად ხელმძღვანელმა ორგანომ მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს განცხადება სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ. 2. სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდნენ უფლებამოსილი პირები. 3. სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: ა) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება გარდაქმნის შესახებ; ბ) ამ კანონის 61-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილებისთვის დართული დოკუმენტები; გ) მონაცემები პარტნიორთა ვინაობისა და გარდაქმნილ სამეწარმეო საზოგადოებაში (გარდა კოოპერატივისა და სააქციო საზოგადოებისა) მათი წილების შესახებ. 4. სამეწარმეო საზოგადოებამ სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შესახებ   განცხადებასთან   ერთად   უნდა   წარადგინოს   ყველა   სხვა დოკუმენტი და მონაცემი, რომლებიც საჭიროა ახალი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისთვის. 5. გარდაქმნა ძალაში შედის მისი რეგისტრაციის მომენტიდან. გარდაქმნის რეგისტრაციის შემდეგ გარდაქმნის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილების ბათილობაზე მითითება დაუშვებელია. 6. სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის რეგისტრაციის შესახებ განცხადება მარეგისტრირებელ ორგანოს შეიძლება წარედგინოს გარდაქმნის შესახებ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ. ამ ვადის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ ყველა პარტნიორი წერილობით უარს განაცხადებს გასაჩივრების უფლების გამოყენებაზე, რაც უნდა დამოწმდეს ამ კანონით წესდებაზე ხელმოწერის დამოწმებისთვის დადგენილი წესით. კრედიტორთა უფლებები განისაზღვრება ამ კანონის 74-ე მუხლით. 7. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

კახაბერ ცხვირავაშვილი

კახაბერ ცხვირავაშვილი

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
420¹28309³¹309²⁷293111³ (…14617473606264
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …საინვესტიციო ფონდების …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა