Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 126

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 126. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:DAO-ს ფორმირება და გაშვებაDAO მართვააქციონერთა ურთიერთობებისტარტაპის იურიდიული მომსახურებაკომერციული სასამართლოკომერციული ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია შემდეგი საკითხების გადასაწყვეტად: ა) ფინანსური ანგარიშის დამტკიცება; ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილება; გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა; დ) წილებიდან ან წილების კლასებიდან გამომდინარე უფლებების ცვლილება; ე) პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან; ვ) პარტნიორის გასვლა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან; ზ) ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა, მასთან სასამსახურო ხელშეკრულების დადება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება; თ) სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა კანონით არის გათვალისწინებული; ი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა, არჩევის ვადის განსაზღვრა, გათავისუფლება; კ) დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშების დამტკიცება; ლ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების განსაზღვრა; მ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან დირექტორის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში მონაწილეობა (მათ შორის, ამ პროცესისთვის წარმომადგენლის დანიშვნა); ნ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეორგანიზაცია; ო) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლა; პ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების ცვლილების მიღება.

2.პარტნიორთა გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პარტნიორის ხმების რაოდენობა გამოითვლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში ამ პარტნიორის წილის მიხედვით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების ცვლილება მიღებული უნდა იქნეს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.

4.იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეხება წილების რომელიმე კლასთან დაკავშირებული უფლების ცვლილებას (მათ შორის, უფლების განხორციელების პროცედურის ცვლილებას), დამატებით საჭიროებს ცვლილებისადმი დაქვემდებარებული კლასის განთავსებულ წილებთან დაკავშირებული ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 3/4-ის მფლობელთა თანხმობას, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორებმა ერთხმად მიიღეს, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5.თუ პარტნიორი, მისაღები გადაწყვეტილების თანახმად, თავისუფლდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებისგან, მისი ვალდებულების მოცულობა მცირდება, გადაწყვეტილება ეხება მასთან გარიგების დადებას ან მის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას, მორიგებას ან სარჩელზე უარის თქმას, ამ პარტნიორს არ აქვს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ხმის მიცემის უფლება. მას ასევე არ აქვს უფლება, სხვა პარტნიორის სახელით მისცეს ხმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მინდობილობა ამ საკითხს ეხება.

რედაქციების შედარება

1. პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია შემდეგი საკითხების გადასაწყვეტად: ა) ფინანსური ანგარიშის დამტკიცება; ბ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონების პარტნიორთა შორის განაწილება; გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ საკუთარ კაპიტალში წილის შეძენა; დ) წილებიდან ან წილების კლასებიდან გამომდინარე უფლებების ცვლილება; ე) პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან; ვ) პარტნიორის გასვლა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან; ზ) ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა, მასთან სასამსახურო ხელშეკრულების დადება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება; თ) სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა კანონით არის გათვალისწინებული; ი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევა, არჩევის ვადის განსაზღვრა, გათავისუფლება; კ) დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშების დამტკიცება; ლ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების განსაზღვრა; მ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან დირექტორის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში მონაწილეობა (მათ შორის, ამ პროცესისთვის წარმომადგენლის დანიშვნა); ნ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეორგანიზაცია; ო) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაშლა; პ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების ცვლილების მიღება. 2. პარტნიორთა გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პარტნიორის ხმების რაოდენობა გამოითვლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში ამ პარტნიორის წილის მიხედვით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების ცვლილება მიღებული უნდა იქნეს კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული. 4. იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეხება წილების რომელიმე კლასთან დაკავშირებული უფლების ცვლილებას (მათ შორის, უფლების განხორციელების პროცედურის ცვლილებას), დამატებით საჭიროებს ცვლილებისადმი დაქვემდებარებული კლასის განთავსებულ წილებთან დაკავშირებული ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 3/4-ის მფლობელთა თანხმობას, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორებმა ერთხმად მიიღეს, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. თუ პარტნიორი, მისაღები გადაწყვეტილების თანახმად, თავისუფლდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებისგან, მისი ვალდებულების მოცულობა მცირდება, გადაწყვეტილება ეხება მასთან გარიგების დადებას ან მის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას, მორიგებას ან სარჩელზე უარის თქმას, ამ პარტნიორს არ აქვს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ხმის მიცემის უფლება. მას ასევე არ აქვს უფლება, სხვა პარტნიორის სახელით მისცეს ხმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მინდობილობა ამ საკითხს ეხება.

წინა მუხლი 125შემდეგი მუხლი 127

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პარტნიორობის ხელშეკრულებები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პარტნიორობის ხელშეკრულების შედგენა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა შეთანხმებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პარტნიორთა დავები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 144პარტნიორის გასვლა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან
  • 131შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ხმის მიცემისა და პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის წესები და პირობები
  • 143პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 934საქმეების ერთობლივად გაძღოლის ვალდებულება
  • 938უარი ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 47შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁵სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა
  • 309²⁶სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 91საბჭოს გადაწყვეტილება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 35კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 30საზოგადოების მონაწილეობის უფლება

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 19შემოქმედებითი კავშირის წესდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19309²⁵309²⁶93493830473514413114391126
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საინვესტიციო ფონდების …საქართველოს სამოქალაქო…საჯარო შესყიდვების შეს…რეაბილიტაციისა და კრედ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025