Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 93

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 93. საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების შეცილების/გასაჩივრების უფლებამოსილება და ვადები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:მართვის დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოს, ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება საცილოა და შეიძლება გასაჩივრდეს, თუ ის არღვევს საქართველოს კანონმდებლობის ან წესდების მოთხოვნებს. ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაუშვებელია, თუ დარღვევა არაარსებითია.

2.საერთო კრების გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ: ა) საერთო კრების მონაწილე პარტნიორს, რომელიც ესწრებოდა ამ კრებას და ხმა აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა, ხოლო სააქციო საზოგადოების შემთხვევაში − პარტნიორს, რომელმაც თავისი საწინააღმდეგო აზრი დამატებით შეიტანა საერთო კრების ოქმში ან სასამართლოს წარუდგინა იმის მტკიცებულებები, რომ მისი საწინააღმდეგო აზრი საერთო კრების ოქმში დაუსაბუთებლად არ იქნა შეტანილი; ბ) პარტნიორს, რომელიც საერთო კრებას არ დასწრებია, თუ მას სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეთქვა უარი ამ კრებაზე დაშვებაზე, ან კრება დადგენილი წესების დარღვევით იქნა მოწვეული, ან/და საკითხი, რომელზედაც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, დღის წესრიგში შეტანილი არ ყოფილა; გ) ხელმძღვანელ ორგანოს; დ) ხელმძღვანელი ორგანოს წევრს, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება მას ვალდებულებას აკისრებს ან უფლებას უზღუდავს.

3.სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ პარტნიორს და ხელმძღვანელ ორგანოს/ხელმძღვანელ პირს, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, თუ ეს გადაწყვეტილება მას ვალდებულებას აკისრებს ან უფლებას უზღუდავს.

4.ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ პარტნიორს და სამეთვალყურეო საბჭოს, აგრეთვე სხვა ხელმძღვანელ პირს, თუ ეს გადაწყვეტილება მას ვალდებულებას აკისრებს ან უფლებას უზღუდავს და შემცილებელ პირს მხარი არ დაუჭერია ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის.

5.გადაწყვეტილების შეცილების შესახებ სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს იმ მომენტიდან 1 თვის ვადაში, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირმა გაიგო ან უნდა გაეგო ამ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, მაგრამ არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან 6 თვისა, ხოლო თუ საერთო კრება კანონის ან წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით იქნა მოწვეული ან ჩატარებული − გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. გადაწყვეტილების ან ინფორმაციის დამალვის შემთხვევაში შეცილების ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც შეცილების უფლების მქონე პირისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. გადაწყვეტილების გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. კარი II კერძო ნაწილი თავი XI სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება

წინა მუხლი 92შემდეგი მუხლი 94

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 39საერთო კრების გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის ბათილობა
  • 127შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრება
  • 128შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა რიგგარეშე კრება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 7საერთო კრება
  • 8სამეთვალყურეო საბჭო

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 39კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23¹გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება
  • 23⁷გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება
  • 23¹¹გადაწყვეტილების/ქმედების სასამართლოში გასაჩივრების უფლება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309²⁵სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გამოწვევა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85³დასახლების საერთო კრების უფლებამოსილება

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 20შემოქმედებითი კავშირის უმაღლესი ორგანო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7820309²⁵23¹23⁷23¹¹85³393912712893
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …რეაბილიტაციისა და კრედ…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს სამოქალაქო…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025