ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

მუხლი 9. ქარსაფარი ზოლის საკუთრება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 18 მარ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ქარსაფარი ზოლი შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში. ეს უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან.

2.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი მისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, ქარსაფარი ზოლის საზღვრების რეგისტრაციისა და ქარსაფარი ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა აღნიშნულ მუნიციპალიტეტს.

3.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლი მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III. ქარსაფარი ზოლის აღდგენა, გაშენება და მართვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მარ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
615¹1912107109854171489
მნიშვნელობით ახლოსქარსაფარი (მინდორდაცვი…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს ზღვის, წყა…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს ტყის კოდექ…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა