ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

მუხლი 8. ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 18 მარ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

2.დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოსთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში ეს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესის არსებობის დასაბუთებას.

3.ქარსაფარი ზოლისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი შეიძლება იყოს: ა) სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესი; ბ) ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, თუ შესაბამისი პროექტის/სამუშაოს განხორციელება ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე) განხორციელებული ისეთი საქმიანობა, რომლის შედეგადაც შეუძლებელია ქარსაფარი ზოლის ან მისი ნაწილის დანიშნულებისამებრ გამოყენება მიმდებარე მიწის ნაკვეთისთვის (ნაკვეთებისთვის) და არსებობს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის, სტრატეგიული ინტერესი, რომლის განხორციელება ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის გარეშე შეუძლებელია.

4.თუ ქარსაფარი ზოლის სტატუსის შეწყვეტის უპირატესი ინტერესი აღარ არსებობს, სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაბამის მიწის ნაკვეთს ან მის ნაწილს შეიძლება აღუდგეს ქარსაფარი ზოლის სტატუსი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მარ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹393764²13154916223938508
მითითებამნიშვნელობით ახლოსქარსაფარი (მინდორდაცვი…საქართველოს ტყის კოდექ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს ადმინისტრა…სამრეწველო ემისიების შ…კანონი საქართველოს საბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა