ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ

მუხლი 14. ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 18 მარ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრე უფლებამოსილია ეს მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი სამეურნეო მიზნით გამოიყენოს, თუ ეს ხელს არ უშლის მის დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

2.ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენება გულისხმობს ქარსაფარ ზოლში არსებული ამორტიზებული მერქნული რესურსებით, აგრეთვე მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით, არამერქნული რესურსებით (სოკო, სამკურნალო და საკვები ბალახეულობა, ტექნიკური ნედლეული, თუთის ფოთოლი, ბუჩქოვანი მცენარეების პროდუქტები და სხვა) და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით (თესლი, ნაყოფი, კალამი, ძირკვი, ფიჩხი, ნეკერი და სხვა) სარგებლობას და სხვა.

3.მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის სარგებლობის უფლებით გადასცეს დაინტერესებულ პირს მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

4.მუნიციპალიტეტის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული წესით.

5.სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის სარგებლობის უფლებით გადასცეს დაინტერესებულ პირს მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. სააგენტო აღნიშნული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაციას 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მარ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10 (დ…6645357491714245814
მნიშვნელობით ახლოსქარსაფარი (მინდორდაცვი…კანონი საქართველოს საბ…მიწის მიზნობრივი დანიშ…სასოფლო-სამეურნეო დანი…საქართველოს ტყის კოდექ…ტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა