Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებმუხლი 35

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

მუხლი 35. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონება

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 5 თებ. 2014

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნება: ა) ქონება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა; ბ) სახელმწიფოს მიერ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი ან შეძენილი ქონება.

2.ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში შეიძლება იყოს: შენობა-ნაგებობები, აქციები და წილები, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, მრეწველობის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის საწარმოები, აგრეთვე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები, სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ინფორმაცია, სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების განსახორციელებლად და მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ობიექტები.

3.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი საკუთრების ობიექტები შეიძლება მდებარეობდეს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც.

4.ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონება, მისი შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5464-სსმI, №40, 03.12.2007წ., მუხ.376 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2481-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.386 საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3773-სსმI, №63, 10.11. 2010წ., მუხ.400

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 10 ნოე. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 10 ნოე. 2010

    35-ე მუხლის მე-4 პუნქტში ქონების გადაცემის ადრესატად დასახელებულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული, ხოლო მომწესრიგებელ აქტებს დაემატა თავად ეს კანონი.

  2. 31 დეკ. 2009

    35-ე მუხლის მე-4 პუნქტის ახალი რედაქციით „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონით განისაზღვრება თვითმმართველობის ქონებაც და არა მხოლოდ მისი შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები. ასევე დაემატა სიტყვა „ქალაქ“ გადაცემის წესის ნაწილში.

  3. 17 დეკ. 2007· გამოქვეყნდა 3 დეკ. 2007
  4. 1 ოქტ. 2005· გამოქვეყნდა 19 ივლ. 2005

    35-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ადგილობრივი საკუთრების განმკარგავ და მომხმარებელ სუბიექტებად დარჩა თვითმმართველობის ორგანოები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 34²შემდეგი მუხლი 36

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 5 თებ. 2014 · №43

  • 4 ცვლილება · ბოლო 10 ნოე. 2010
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 36ქალაქ თბილისის საკუთრების შექმნის საფუძვლები
  • 33ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკური საფუძვლები
  • 38ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 46თვითმმართველი ერთეულის ქონება
  • 47მიწა და ბუნებრივი რესურსები

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

  • 8¹ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების რეგისტრაცია
  • 2თვითმმართველი ერთეულის ქონება
  • 6სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 68თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება
  • 122¹თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 11¹სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

  • 22ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46478¹2611¹36333868122¹2235
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების პრი…საქართველოს რესპუბლიკი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 5 თებ. 2014 · რედაქცია №43 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026