საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 4. სამეურნეო კომპლექსი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 ივნ. 1991

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ერთობლიობა ქმნის რესპუბლიკის სამეურნეო კომპლექსს, რომლის ფუნქციონირებას საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესაბამისად აწესრიგებენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები. საქართველოს რესპუბლიკის სამეურნეო კომპლექსში შედის აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის კანონების შესაბამისად და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების თანხმობით მის ტერიტორიაზე მოქმედი საზღვარგარეთის ქვეყნების, მათი ფიზიკური და იურიდული პირების და საერთაშორისო ორგანიზაციების კუთვნილი საწარმოები. საქართველოს რესპუბლიკის, მისი ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი საწარმოები შეიძლება შეიქმნან და მოქმედებენ საზღვარგარეთის ქვეყნებში, ამ ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
57212228 (დ…1152324168124
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საგადასახა…საქართველოს მთავრობის …სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა