“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 105

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სატვირთო ვაგონში ღუმელებისა და საღუმელე მოწყობილობის დაყენება წარმოებს სარკინიგზო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაბამისად .

2.ღუმელების დაყენებისას ტვირთსა და ღუმელს შორის მანძილი უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი , ხოლო ტვირთის დატვირთვის ზედა დონესა და ვაგონის ჭერს შორის – სულ ცოტა 50 სმ . ვაგონში , სადაც ტვირთთან ერთად ნავარაუდევია გამყოლის ყოფნაც , აკრძალულია კარის ღიობებში ტვირთის , მყარი სათბობის მარაგის ან სხვა მასალების განლაგება .

3.ვაგონში ტვირთგამგზავნის ( ტვირთმიმღების ) ღუმელებისა და საღუმელე მოწყობილობის დაყენებისას ტვირთგამგზავნის მიერ მათი რაოდენობა აღინიშნება ზედნადების მეორე მხარეზე არსებულ მე -4 გრაფაში „ გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები “.

4.ვაგონების მომარაგებას სამყოფი რაოდენობის მყარი საღუმელე სათბობით სვლის მთელ გზაზე უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი .

5.თუ საღუმელე სათბობი არასაკმარისია , გამყოლს უფლება აქვს მიიღოს იგი სვლის გზაზე მდებარე იმ სადგურში , სადაც არის სათბობის საწყობი .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
211459114107331031044627 (დ…29 (დ…44 (დ…105
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…საგზაო მოძრაობის შესახ…ნაგავსაყრელის მოწყობის…ტერიტორიების გამოყენებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა