Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგზაო მოძრაობის შესახებმუხლი 46

საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 46. მგზავრთა გადაყვანა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ტრანსპორტიდაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.აკრძალულია მგზავრთა იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს.

2.ნებადართულია მგზავრთა გადაყვანა ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

3.სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრები შეიძლება გადაიყვანოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 56-ე მუხლის: ა) მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა, გარდა მძღოლისა, 8-ს არ აღემატება; ბ) მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა 8-ს აღემატება.

4.სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობები.

5.სატვირთო ავტომობილის ძარათი გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგი­ლე­ბის რაოდენობას. მგზავრობის დაწყების წინ სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია მგზავრებს ჩაუტაროს ინსტრუქ­ტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ. მძღოლმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მოძრაობა, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია.

6.მგზავრთა გადაყვანისათვის მოუწყობელი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ტვირთის თანმხლებ ან მის მიმღებ პირს, თუ ავტომობილი ბორტების დონეზე დაბლა განლაგებული დასაჯდომი ადგილით არის უზრუნველყოფილი.

7.ბავშვთა ჯგუფის ავტობუსით ან ფურგონძარიანი სატვირთო ავტომობილით გადაყვანისას ჯგუფს უნდა ახლდეს სრულწლოვანი გამცილებელი, ხოლო დასასხდომი ადგილებით უზრუნველყოფილი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაყვანისას – არანაკლებ ორი ასეთი პირი. სატრანსპორტო საშუალებაზე წინ და უკან უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“.

8.მძღოლი ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარი დახურულია, და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე.

9.მგზავრთა გადასაყვანი ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს იატაკიდან 0,3–0,5 მეტრ სიმაღლეზე და ბორტის ზედა ნაპირიდან არანაკლებ 0,3 მეტრზე განლაგებული დასასხდომი ადგილებით, ხოლო ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას ბორტების სიმაღლე იატაკიდან 0,8 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკანა ან გვერდითი ბორტების გასწვრივ განლაგებულ დასასხდომ ადგილებს მყარი საზურგეები უნდა ჰქონდეს.

10.აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა: ა) ავტომობილის (ფურგონძარიანი ან ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრთა გადაყვანის შემთხვევის გარდა), ტრაქტორის, სხვა თვითმავალი მანქანის სალონის ან კაბინის გარეთ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, მისაბმელ-აგარაკით, სატვირთო მოტოციკლის ძარათი და მოტოციკლის კონსტრუქციით გათვალისწი­ნებული დასასხდომი ადგილების გარეთ; ბ) თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ რაოდენობას (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად); გ) თუ სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 3 იან. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 46¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტომობილის ტრანსპორტის რეგულაციასერვისის გვერდი
  • საგზაო ტრანსპორტის ნებართვებისერვისის გვერდი
  • სატვირთო გადაზიდვების რეგულაციასერვისის გვერდი
  • სატვირთო გადაზიდვების რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №36

  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 56

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 23მგზავრის ზოგადი მოვალეობები
  • 26დამატებითი მოთხოვნები ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
  • 21მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 41მგზავრთა გადაყვანა
  • 24მგზავრის მოვალეობანი
  • 33ქვეითთა გადასასვლელი და სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 127¹საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის და ავტოსადგურის/ავტოსადგომის მუშაობის წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 27 (დანართი 1)

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 5³საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის/საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის განხორციელების წესი, შესაბამისი ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და სანებართვო პირობები
  • 10მოძრაობის უსაფრთხოება და რეგულირება

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 39მგზავრის უფლება-მოვალეობანი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 671გადაზიდვა რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
39412433127¹5³106715623262127 (დ…46
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საგზაო მოძრაობის უსაფრ…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…საავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026