Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 114

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 114. ნავსადგურში დატვირთვისა და გადმოტვირთვის, ტვირთის დაწყობისა და შენახვის წესების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026
თემები:საზღვაო და სანავსადგურე სამართალდარღვევები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ნავსადგურში დატვირთვის ან გადმოტვირთვის ან ტვირთის, მათ შორის, სახიფათო ტვირთის, დაწყობის ან შენახვის წესის დარღვევა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

3.სანავსადგურე ერთეულის მიერ ისეთი სატვირთო ოპერაციის განხორციელება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული არ არის, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას თითოეულ ნავმისადგომზე აღნიშნული სატვირთო ოპერაციის განხორციელებისთვის 15 000 ლარის ოდენობით.

4.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

5.ნავსადგურის ტერიტორიაზე (მათ შორის, საწყობში, ბაქანზე, ნავთობის/გაზის ტერმინალზე, აკრძალულ ზონაში, მისაბმელი ტუმბის, ბრიდელის, ფარნის ბოძის, გეოდეზიური ქსელის ნიშნის, ჭერის, სახანძრო ამწის, სახანძრო სიგნალიზაციის ან/და ელექტროჩამრთველის მახლობლად, სადრენაჟო სისტემის ჭაზე (შტაბელებად ტვირთის დაწყობა დასაშვებია შესაბამისი ადგილიდან არანაკლებ 2 მეტრის დაშორებით), საწყობის სამუშაო პერიმეტრიდან არანაკლებ 4 მეტრის დაშორებით, საწყობში სხვადასხვა ტვირთს შორის შესაბამისი ნორმებით დადგენილ გასასვლელში, წყალგაყვანილობის, სატრანსპორტო ან ელექტროკაბელის ტრასაზე, უახლოესი სარკინიგზო ლიანდაგიდან 2 მეტრზე ნაკლები დაშორებით, ნავმისადგომის ნაპირთან 3 მეტრზე ახლოს, გზაზე, ქვეითთა გასასვლელზე, ტრანსპორტის გასასვლელზე, სახანძრო ავტოტუმბოსთან, საჰაერო ელექტროგაყვანილობის, მაღალი ძაბვის გაყვანილობის ან სატელეფონო სადენის ქვეშ ან ტელეგრაფის ქსელის ქვეშ) ტვირთის დასაწყობების აკრძალვის წესის დარღვევა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

6.სანავსადგურე ერთეულის მიერ სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული სატვირთო ოპერაციის შესაბამისი ტექნოლოგიური რუკის/სქემის გარეშე ან/და არსებული ტექნოლოგიური რუკის/სქემის დარღვევით განხორციელება − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

7.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

8.ნავსადგურში დატვირთვისას ან გადმოტვირთვისას სატვირთო ოპერაციების განხორციელების ტექნოლოგიური რუკის ნავსადგურთან შეუთანხმებლობა − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

9.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №559 · ძალაშია 30 ივლ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 12 ივლ. 2024
  2. 6 იან. 2016· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015

    114 მუხლში საზღვაო პორტი შეიცვალა საზღვაო ნავსადგურით, ხოლო ჯარიმა შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა.

  3. 23 დეკ. 2010· გამოქვეყნდა 9 დეკ. 2010

    მე-7 ნაწილში გამონაკლისი შემოიფარგლა მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებით.

  4. 17 მარ. 1994

    114-ე მუხლში ჯარიმა ათი მანეთიდან შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე შეიცვალა და დაემატა №436 კანონის მითითება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 113¹შემდეგი მუხლი 114¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნავსადგურში დატვირთვის, გადმოტვირთვისა და ტვირთის დასაწყობების წესის დარღვევა (მუხლი 114)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 4 ცვლილება · ბოლო 12 ივლ. 2024
  • 15 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 290

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 114¹⁵სანავსადგურე ერთეულისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობის/გაზის ტერმინალის ადმინისტრაციის მიერ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა
  • 114⁶სანავსადგურე ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა
  • 114³საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა

საზღვაო კოდექსი

  • 77
  • 76
  • 71

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 40¹სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების დარღვევა
  • 41არსებული ნაგავსაყრელის ოპერირების ვადის ან/და პირობების დარღვევა ან მისი დახურვის მოთხოვნების დარღვევა
  • 40ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების დარღვევა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 176სანებართვო პირობების შეუსრულებლობა
  • 174სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საბაჟო ორგანოსთვის შეუტყობინებლობა
  • 170საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება ან სატრანსპორტო საშუა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
290114¹⁵114⁶114³77767140¹4140176174170114
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საზღვაო კოდექსინარჩენების მართვის კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026