1.კონტეინერს უნდა ჰქონდეს დადგენილი ნიმუშის ნიშანდება , რომელიც მოცემულია ამ წესის დანართში . ყველა დიდტონაჟიან კონტეინერს უნდა გააჩნდეს ტრაფარეტი მორიგი შემოწმების ან რემონტის ვადების აღნიშვნით .
2.კონტეინერის ბრუტო წონა აღინიშნება მის კარებზე და კოდირებულია დიდტონაჟიანი კონტეინერის ნიშანდების კოდის მეორე მწკრივში ან საშუალოტონაჟიანი კონტეინერის ნიშანდების კოდის პირველ მწკრივში .
3.თუ კონტეინერს არა აქვს ნიშანდება და ტრაფარეტი , იგი გადასაზიდად არ მიიღება .

