“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 159

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კონტეინერი დანიშნულების სადგურში გაიცემა იმავე წესით , რა წესითაც ხდება მისი გადასაზიდად მიღება .

2.დატვირთული, მათ შორის იმპორტული ტვირთით დატვირთული კონტეინერები, ნავსადგურისგან მიიღება ან ბარდება მას კონტეინერისა და მისი დაპლომბვის მდგომარეობის გარეგნული დათვალიერების შემდეგ. საჭიროებისას, ნავსადგურში კონტეინერში ტვირთის შემოწმება ან მისი წესივრულ კონტეინერში გადატვირთვა ხორციელდება ჩამბარებელი მხარის თანდასწრებით და მისი ხარჯით. შემოწმების შემდეგ კონტეინერს პლომბავს ჩამბარებელი მხარე, თავისი საკეტ-საპლომბი მოწყობილობით.

3.იმპორტული ტვირთით დატვირთულ კონტეინერ ზ ე საბაჟო ორგანოს საკეტ-საპლომბი მოწყობილობის არსებობა, ზედნადებს თანდართული გახსნის აქტისა და ზედნადებში შეტანილი შესაბამისი აღნიშვნითურთ, ტვირთის გაცემისას რკინიგზისათვის არ წარმოადგენს მისი მდგომარეობის, წონისა და ადგილების რაოდენობის შემოწმების სავალდებულო საფუძველს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34212015314812467669815615216874159
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა