Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 153

საზღვაო კოდექსი

მუხლი 153

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ გადაზიდვისათვის გამოყენებულია გემის ნაწილი, ხოლო დანიშნულების ნავსადგურში მიმღებმა არ გამოითხოვა ტვირთი, არ გასცა რაიმე განკარგულება მის შესახებ, ან უარი თქვა ტვირთის მიღებაზე, გადამზიდავს უფლება აქვს ტვირთი შეინახოს საიმედო ადგილას გამგზავნის რისკით და ხარჯზე და ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ტვირთის გამგზავნს.

2.თუ ტვირთის გადასაზიდად გემი გამოყენებულია მთლიანად, ხოლო ტვირთის მიმღები არ გამოცხადდა დანიშნულების ნავსადგურში ან უარი განაცხადა ტვირთის მიღებაზე, გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ტვირთის გამგზავნს. კაპიტანმა ნავსადგურში ტვირთი უნდა გადმოცალოს და საწყობში ჩააბაროს მხოლოდ გადმოტვირთვის ვადის დამთავრებისა და კონტრსტალიური დროის გასვლის შემდეგ, თუ ამ დროის განმავლობაში მიღებული არ არის ტვირთის გაგზავნის სხვა განკარგულება. გადამზიდავის მიერ ტვირთის ჩაბარებისათვის დახარჯული დრო ჩაითვლება გემის მოცდენად.

3.თუ შესანახად ჩაბარებული ტვირთი არ იქნა მოთხოვნილი ნავსადგურში გემის შესვლიდან ორი თვის განმავლობაში და გამგზავნი არ აუნაზღაურებს გადამზიდავს ამ გადაზიდვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გადამზიდავს უფლება აქვს გაყიდოს ეს ტვირთი და შეატყობინოს ამის შესახებ გამგზავნს. მალფუჭებადი მოუკითხავი ტვირთი შეიძლება გაიყიდოს აღნიშნული ვადის გასვლამდე. ამის შესახებ გადამზიდავი ატყობინებს ტვირთის გამგზავნს.

4.საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მიმღების მიერ ტვირთის მიღება-შენახვის წესები და ვადა განისაზღვრება, აგრეთვე მიმღების მიერ მოუკითხავი ტვირთის გაყიდვა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2016· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
  2. 15 აპრ. 2011· გამოქვეყნდა 10 მარ. 2011
  3. 10 აპრ. 2007
წინა მუხლი 152შემდეგი მუხლი 154

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №42

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2015-12-23
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 145—
  • 82—
  • 142—

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 70მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება
  • 69დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 684გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება
  • 698ცნება. შინაარსი
  • 689ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 26ტვირთის გაცემა
  • 19ტვირთის გადასაზიდად მომზადება
  • 27დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვისა და გაცემის წესი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 71საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა/გადატანა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26192714582142684698689706971153
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026