1.ტვირთის მიღებისა და გადაზიდვისთვის ანგარიშსწორების დასადასტურებლად ტვირთმიმღები და სადგური ავსებენ საგზაო უწყისის შემდეგ გრაფებს : ა ) „გადამხდელი ” – შეივსება დანიშნულების სადგურის მიერ ტვირთის გადაზიდვისათვის ანგარიშსწორების განმხორციელებელი პირის დასახელებისა და კოდის მითითებით ; ბ ) „ტვირთი მივიღე …… რიცხვი … თვე … წ .“ – შეივსება ტვირთმიმღების მიერ ; გ ) „მინდობილობა № … წ .” – შეივსება დანიშნულების სადგურის მიერ და მასში აღინიშნება ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობის ნომერი და მისი გაცემის თარიღი ; დ ) „ პასპორტის ან პირადობის მოწმობის სერია “ – დანიშნულების სადგურის მიერ აღინიშნება ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის სერია , ნომერი და მისი მისამართი .
2.საგზაო უწყისში შეტანილი მონაცემები მოწმდება ტვირთმიმღებისა და სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით .
3.იგივე მონაცემები აისახება ელექტრონულ ზედნადებში , თუ ტვირთი გადაიზიდა მისი გამოყენებით .

