“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 177

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პაკეტების განლაგება და დამაგრება ვაგონებსა და კონტეინერებში ხორციელდება დადგენილი ტექნიკური პირობებისა და შესაბამისი ტვირთის გადაზიდვის წესის მიხედვით.

2.დახურული და იზოთერმული ვაგონების კართშორის სივრცეში პაკეტი იმგვარად უნდა განლაგდეს, რომ შესაძლებელი იყოს მისი მექანიკური გადმოტვირთვა ნებისმიერი კარიდან.

3.თუ ტექნიკური პირობებით ღია მოძრავ შემადგენლობაზე პაკეტების განლაგებისა და დამაგრების წესი განსაზღვრული არ არის, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, თვითონ შეიმუშაოს იგი.

4.თუ არასაერთო სარგებლობის ადგილებში დატვირთულ-გადმოტვირთული პაკეტები დახურულ და იზოთერმულ ვაგონებში გადაიზიდება სვლის მთელ გზაზე გადაუტვირთავად, ტვირთგამგზავნმა ისინი ვაგონში შეიძლება ისეთი სამაგრი საშუალებით დაამაგროს, რომელიც უზრუნველყოფს სვლის გზაზე ტვირთის დაცულობას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14212012936312533781379 (და…177
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა