Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 16

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 16. ტვირთის გადაზიდვის დაგეგმვა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.რკინიგზა შეიმუშავებს ტვირთის გადაზიდვის წლიურ და კვარტალურ ინდიკატურ გეგმებს, რომელთა შედგენა ხდება ტვირთგამგზავნთა განაცხადების მიხედვით. ტვირთის გადაზიდვის განაცხადის ფორმა, მისი შევსების, წარდგენის, შესრულებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით “.

2.ტვირთგამგზავნი ვალდებულია, განაცხადი წარუდგინოს რკინიგზას ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის დატვირთვამდე არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო საერთაშორისო ან პირდაპირი შერეული გადაზიდვისას – კალენდარული თვის დაწყებამდე არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე ვადებში უნდა იქნეს წარდგენილი განაცხადი ტვირთის დამატებითი ოდენობისა და გეგმით გაუთვალისწინებელი ტვირთის გადაზიდვაზე.

3.საგანგებო სიტუაციების შედეგების აღმოსაფხვრელად განკუთვნილი ტვირთის გადაზიდვას რკინიგზა ახორციელებს ამ ტვირთის მიღებისთანავე.

4.განაცხადი რკინიგზას წარედგინება 3 ეგზემპლარად. განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს: საერთაშორისო გადაზიდვისას – ტვირთის გადაზიდვის მოცულობა, ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკინიგზა (ქვეყანა) და დატვირთვის თარიღი, ხოლო ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკინიგზის სადგური და დატვირთვის თარიღი. განაცხადის 1 ეგზემპლარი, მისი მიღების თარიღის აღნიშვნით, ეგზავნება ტვირთგამგზავნს, მეორე – ტვირთის გამგზავნ რკინიგზის სადგურს, ხოლო მესამე რჩება რკინიგზას.

5.რკინიგზა ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ და ამის თაობაზე აცნობოს ტვირთგამგზავნს განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

6.თუ ტვირთგამგზავნი განაცხადში შეიტანს ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს ტვირთის გადაზიდვის გადანაწილებას დანიშნულების რკინიგზებისა და რკინიგზის სადგურების შეცვლით, მან დამატებით უნდა გადაიხადოს შეცვლილი ვაგონებით (კონტეინერებით) გადაზიდვის საფასურის 5 პროცენტი – საერთო განაცხადის შესრულებისას, ხოლო 10 პროცენტი – საერთო განაცხადის შეუსრულებლობისას.

7.რკინიგზის სადგურის უფროსი ვალდებულია, ტვირთგამგზავნთან ერთად, განაცხადის შესრულების დაწყებამდე არა უგვიანეს 3 დღისა შეიტანოს მის შესასრულებლად საჭირო მონაცემები სააღრიცხვო ბარათში, რომელსაც ყოველი საანგარიშგებო დღე-ღამის დასრულების შემდეგ ხელს აწერენ რკინიგზის სადგურის უფროსი და ტვირთგამგზავნი. სააღრიცხვო ბარათის ფორმა და რეკვიზიტები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ .

8.ტვირთგამგზავნის თხოვნით, რკინიგზას უფლება აქვს: ა) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ დართოს ტვირთის შიდასასადგურო გადაზიდვის (ერთი რკინიგზის სადგურის ფარგლებში) ნება. ამგვარი გადაზიდვა აღინიშნება განაცხადში და გათვალისწინებული იქნება ტვირთის გადაზიდვის შესრულებულ მოცულობაში; ბ) შეცვალოს განაცხადით გათვალისწინებული დახურული სატრანსპორტო საშუალება ღიათი, თუ ტვირთის ღია სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა დაშვებულია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ , აგრეთვე შეცვალოს ერთი სახეობის ღია მოძრავი შემადგენლობა მეორეთი; გ) შეცვალოს განაცხადით გათვალისწინებული დანიშნულების რკინიგზა (ქვეყანა) და რკინიგზის სადგური.

რედაქციების შედარება

1. რკინიგზა შეიმუშავებს ტვირთის გადაზიდვის წლიურ და კვარტალურ ინდიკატურ გეგმებს, რომელთა შედგენა ხდება ტვირთგამგზავნთა განაცხადების მიხედვით. ტვირთის გადაზიდვის განაცხადის ფორმა, მისი შევსების, წარდგენის, შესრულებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით “.წესებით“. 2. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, განაცხადი წარუდგინოს რკინიგზას ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის დატვირთვამდე არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო საერთაშორისო ან პირდაპირი შერეული გადაზიდვისას – კალენდარული თვის დაწყებამდე არა უგვიანეს 15 დღისა. ამავე ვადებში უნდა იქნეს წარდგენილი განაცხადი ტვირთის დამატებითი ოდენობისა და გეგმით გაუთვალისწინებელი ტვირთის გადაზიდვაზე. 3. საგანგებო სიტუაციების შედეგების აღმოსაფხვრელად განკუთვნილი ტვირთის გადაზიდვას რკინიგზა ახორციელებს ამ ტვირთის მიღებისთანავე. 4. განაცხადი რკინიგზას წარედგინება 3 ეგზემპლარად. განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს: საერთაშორისო გადაზიდვისას – ტვირთის გადაზიდვის მოცულობა, ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკინიგზა (ქვეყანა) და დატვირთვის თარიღი, ხოლო ადგილობრივი გადაზიდვისას – ტვირთის სახეობა, დანიშნულების რკინიგზის სადგური და დატვირთვის თარიღი. განაცხადის 1 ეგზემპლარი, მისი მიღების თარიღის აღნიშვნით, ეგზავნება ტვირთგამგზავნს, მეორე – ტვირთის გამგზავნ რკინიგზის სადგურს, ხოლო მესამე რჩება რკინიგზას. 5. რკინიგზა ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ და ამის თაობაზე აცნობოს ტვირთგამგზავნს განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად .შესაბამისად. 6. თუ ტვირთგამგზავნი განაცხადში შეიტანს ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს ტვირთის გადაზიდვის გადანაწილებას დანიშნულების რკინიგზებისა და რკინიგზის სადგურების შეცვლით, მან დამატებით უნდა გადაიხადოს შეცვლილი ვაგონებით (კონტეინერებით) გადაზიდვის საფასურის 5 პროცენტი – საერთო განაცხადის შესრულებისას, ხოლო 10 პროცენტი – საერთო განაცხადის შეუსრულებლობისას. 7. რკინიგზის სადგურის უფროსი ვალდებულია, ტვირთგამგზავნთან ერთად, განაცხადის შესრულების დაწყებამდე არა უგვიანეს 3 დღისა შეიტანოს მის შესასრულებლად საჭირო მონაცემები სააღრიცხვო ბარათში, რომელსაც ყოველი საანგარიშგებო დღე-ღამის დასრულების შემდეგ ხელს აწერენ რკინიგზის სადგურის უფროსი და ტვირთგამგზავნი. სააღრიცხვო ბარათის ფორმა და რეკვიზიტები განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ .წესებით“. 8. ტვირთგამგზავნის თხოვნით, რკინიგზას უფლება აქვს: ა) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ დართოს ტვირთის შიდასასადგურო გადაზიდვის (ერთი რკინიგზის სადგურის ფარგლებში) ნება. ამგვარი გადაზიდვა აღინიშნება განაცხადში და გათვალისწინებული იქნება ტვირთის გადაზიდვის შესრულებულ მოცულობაში; ბ) შეცვალოს განაცხადით გათვალისწინებული დახურული სატრანსპორტო საშუალება ღიათი, თუ ტვირთის ღია სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა დაშვებულია „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ ,წესებით“, აგრეთვე შეცვალოს ერთი სახეობის ღია მოძრავი შემადგენლობა მეორეთი; გ) შეცვალოს განაცხადით გათვალისწინებული დანიშნულების რკინიგზა (ქვეყანა) და რკინიგზის სადგური.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №17

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 53პრეტენზიის წარდგენა
  • 25ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა
  • 26ტვირთის გაცემა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 689ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია
  • 684გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება
  • 698ცნება. შინაარსი

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 70მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება
  • 69დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება

საზღვაო კოდექსი

  • 145—
  • 364—
  • 150—

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 120ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, გადამზიდავისა და საქონლის მიმღების ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
532526145364150689684698706912016
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საჰაერო კო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026