“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 184

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ავტოტრაქტორის ტექნიკის გადასაზიდად მომზადების წესს (შემდგომ – შეთანხმებული წესი), ტექნიკის თითოეული მარკის მიხედვით, სათანადო ნორმატიულ-ტექნიკური მოთხოვნების დაცვით შეიმუშავებს ტვირთგამგზავნი და ათანხმებს მას რკინიგზასთან. შეთანხმებული წესით, რომლის ასლი უნდა ინახებოდეს დატვირთვის სადგურში, განსაზღვრული უნდა იყოს მსხვრევადი დეტალების დაცვის ხერხი, ადვილად მოსახსნელი მაკომპლექტებელი დეტალების, კვანძების და სათადარიგო ნაწილების შეფუთვის ხერხი და განლაგების ადგილები, კარების ბლოკირების ხერხი, გასაღებების შენახვის ადგილი, პლომბების დადების დღე და ადგილი..

2.თუ კონსტრუქციული თავისებურებების გამო შეუძლებელია ავტოტრაქტორის ტექნიკის აწყობილ მდგომარეობაში გადაზიდვა, იგი ნაწილობრივ დაიშლება.

3.შეთანხმებული წესის პირველი ეგზემპლარი ინახება გაგზავნის სადგურში და მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს დანიშნულების რკინიგზას.

4.შეთანხმებული წესის ასლები ინახება ტვირთგამგზავნთან და რკინიგზის შესაბამის სამსახურში.

5.ავტოტრაქტორის ტექნიკის ძნელად მისადგომ რაიონებსა ან საექსპორტოდ გასაგზავნად მომზადებისას, შეთანხმებული წესის დაცვის აუცილებლობასთან ერთად მხედველობაში მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტების, ტექნიკური პირობებისა და ხელშეკრულების მოთხოვნები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19203568418018517975 (და…15 (დ…13 (დ…120184
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…ნარჩენების მართვის კოდ…ნარჩენების შეგროვების,…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა