„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 13 (დანართი 1). მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ტექნიკა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემის დაგეგმვის დროს მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს შემგროვებელი ავტომანქანებისა და კონტეინერების ტექნიკური პარამეტრები, მათ შორის კონტეინერების შემგროვებელ ავტომანქანებში დაცლისათვის საჭირო დროის შემცირება, შეგროვების პროცესის ეფექტიანობის უზრუნველსყოფად.

2.ოპტიმალური ეფექტიანობის მისაღწევად, მუნიციპალიტეტმა, შესაძლებლობის ფარგლებში,  უნდა მოახდინოს იმ ტექნიკის, მათ შორის შემგროვებელი ავტომანქანებისა და კონტეინერების, სტანდარტიზაცია, რომელსაც იყენებს მომსახურებისას.

3.სათადარიგო ნაწილების ადგილობრივი მომწოდებლებისგან შეძენის შესაძლებლობის გაზრდის მიზნით, შესაძლებლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა უნდა შეიძინოს შემგროვებელი ავტომანქანა, რომელიც ეფექტურია ამ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი პირობებისთვის.

4.შესაძლებლობის ფარგლებში, სათანადო სტანდარტის შეგროვების კონტეინერები შესყიდულ უნდა იქნეს ადგილობრივი მომწოდებლისგან ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ 1–ის შესაბამისად, რაც გაზრდის მათ ხელმისაწვდომობას ადგილზე და შეამცირებს ჩანაცვლების ხარჯებს.

5.მუნიციპალიტეტმა და მომსახურების მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს  მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება  დანაგვიანების გარეშე.

6.შემდგომი რეციკლირების მიზნით, შერეული მუნიციპალური ნარჩენების კომბინირებული, გადამუშავებადი და აღდგენადი მასალების სეპარირებული ნარჩენების შეგროვებისას,  მუნიციპალიტეტმა უნდა გამოიყენოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 და მე-15 მუხლით დადგენილი სტანდარტები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 7 აპრ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
161378 (და…31 (დ…28 (დ…5 (და…14 (დ…8 (და…15 (დ…5 (და…9 (და…10 (დ…21 (დ…13 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსმუნიციპალური ნარჩენები…ნარჩენების მართვის კოდ…ნარჩენების შეგროვების,…ნაგავსაყრელის მოწყობის…სახიფათო ნარჩენების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა