საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 120. ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, გადამზიდავისა და საქონლის მიმღების ვალდებულებები

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტრანზიტის პროცედურის მფლობელი ვალდებულია: ა) საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინოს დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან წარადგინოს საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად; ბ) თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს გარანტია, რომლის წარდგენის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას გადასაზიდ საქონელთან დაკავშირებით; გ) შეასრულოს ტრანზიტის პროცედურასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.

2.ტრანზიტის პროცედურის მფლობელის ვალდებულება შესრულდება და ტრანზიტის პროცედურა დასრულდება, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინა დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან წარდგენილ იქნა საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე.

3.გადამზიდავი და საქონლის მიმღები, რომლებისთვისაც ცნობილია, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის პროცედურის საფუძველზე გადაადგილდება, ვალდებული არიან საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინონ საბაჟო ორგანოს ან წარადგინონ საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ტრანზიტის პროცედურის მფლობელი ვალდებულია: ა) საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინოს დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან წარადგინოს საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად; ბ) თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს გარანტია, რომლის წარდგენის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას გადასაზიდ საქონელთან დაკავშირებით; გ) შეასრულოს ტრანზიტის პროცედურასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები. 2. ტრანზიტის პროცედურის მფლობელის ვალდებულება შესრულდება და ტრანზიტის პროცედურა დასრულდება, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინა დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან წარდგენილ იქნა საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე. 3. გადამზიდავი და საქონლის მიმღები, რომლებისთვისაც ცნობილია, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის პროცედურის საფუძველზე გადაადგილდება, ვალდებული არიან საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინონ საბაჟო ორგანოს ან წარადგინონ საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
197127679676702433018121127114120
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…საზღვაო კოდექსისაქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა