“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 185

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ავტოტრაქტორის ტექნიკა გადასაზიდად ღია მოძრავ შემადგენლობაზე მიიღება, რკინიგზა ვალდებულია, შეამოწმოს ამ ტექნიკის განლაგებისა და დამაგრების სისწორე, ტვირთგამგზავნის პლომბების არსებობა, ავტოტრაქტორის ტექნიკის კაბინის ან ძარის გარეთ ღია მოძრავ შემადგენლობაში განლაგებული დიდგაბარიტიანი დეტალებისა და კვანძების ყუთების რაოდენობა, საინფორმაციო ფურცლის არსებობა, აგრეთვე ვიზუალურად დაათვალიეროს ისინი.

2.რკინიგზა არ ამოწმებს ავტოტრაქტორის ტექნიკის კომპლექტურობას, აგრეთვე იმ ტევადობებისა და ნაკეთურების შემცველობას, რომლებსაც ადევს ტვირთგამგზავნის პლომბი.

3.ავტოტრაქტორის ტექნიკის გაცემა დანიშნულების სადგურში ან სასაზღვრო გადამცემ სადგურებსა და ტვირთგადასაცლელ პუნქტებში გადაცემა, კომერციულად გამართული გადაზიდვისას ხორციელდება იმავე წესით, რა წესითაც ხდება მათი გადასაზიდად მიღება გაგზავნის სადგურზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20726149676184183817 (და…74120185
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…საზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა