“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 248

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ჭყინტი და ბაზი სიმინდის ტარო გადაიზიდება მხოლოდ სარეფრიჟერატორო ვაგონებში.

2.გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს სულ ცოტა 15 სმ სიგრძის ტარო (ტკბილი სიმინდისა – არა ნაკლებ 12 სმ), ქორფა ღია მწვანე ფოთლებით, რომლებსაც არ ეტყობა ჭკნობის ნიშნები, აქვს ყავისფერი ბუტკოს სვეტები, ნაზი გარსის მქონე, ერთმანეთს მიყრილი მკვრივი მარცვლები, მავნებელდაავადებებით დაუზიანებელი. პარტიაში დაიშვება ტაროს ზედა ნაწილში 3 სმ-მდე სიგრძეზე განუვითარებელი მარცვლების მქონე სიმინდის ტაროს არსებობა.

3.სიმინდის ტარო იწყობა ხონჩა-ყუთებში ან ფიცრის ყუთებში, რომელთა ტევადობა 12 კგ-დეა, და სადგურში შეიზიდება ვაგონის გადასაზიდად მზადყოფნისას.

4.წინასწარ, არაუმეტეს პლუს 3 გრადუსამდე გაცი ვ ებული სიმინდის ტარო, გადასაზიდად დაიშვება არა უმეტეს 6 დღის ვადით, ხოლო გაუცი ვ ებელი – არა უმეტეს 4 დღის ვადით. ტაროს ტეხვიდან დატვირთვამდე დრო არ უნდა აღემატებობეს: გაუცი ვ ებელი ტაროსთვის – 12 საათს, ხოლო წინასწარ გაცი ვ ებულისთვის – 30 საათს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19204124724525578123248
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა