“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 245

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ყოველგვარი ცოცხალი თევზი და მოსაშენებელი (გასაშვები) თევზის მასალა (ლიფსიტები), სადგურში დას ა ტვირთად შეტანამდე, უნდა იმყოფებოდნენ ოჩხებში და სათანადოდ მოამზადონ გადაზიდვის პირობებისთვის. გადასაზიდად ვარგისად ითვლება მკვირცხლი, მოძრავი თევზი, სხეულზე მექანიკური დაზიანებებისა და ობის წანაზარდების გარეშე, ქერცლისა და ტყავის დაუზიანებელი საფარით, დაუზიანებელი და სუფთა ფარფლებით.

2.ცოცხალი თევზი და მოსაშენებელი (გასაშვები) თევზის მასალა (ლიფსიტები) გადაიზიდება ცოცხალი თევზის გადამზიდ სარეფრიჟერატორო სექციებში, ტვირთგამგზავნის გამყოლითურთ და მისი პასუხისმგებლობით.

3.კიბო გადაიზიდება ყუთებში, რომელსაც დატანებული აქვს საცირკულაციო ღიობები, თითოში 100 – 150 ცალი. ტარაში კიბოს ჩაწყობისას, მათ შუა აწყობენ მშრალ ხავსს, სუფთა მშრალ წყალმცენარეებს ან თივას. დრო, კიბოს დაჭერასა და დატვირთვას შორის, არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს. ჩატვირთვამდე კიბოები უნდა ინახებოდეს საჩრდილობლის ქვეშ ან დახურულ შენობაში.

4.გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ ცოცხალი კიბო. ლიმანის, ტბის და გუბურის კიბოები გადასაზიდად მიიღება არა უმეტეს 2 დღის, ხოლო მდინარის კიბო – 6 დღემდე გადაზიდვის ვადით.

5.თევზისა და თევზპროდუქტების სარეფრიჟერატორო ვაგონებში გადაზიდვის ზღვრული ვადა, წლის პერიოდების მიხედვით, აღნიშნულია ამ წესების დანართში.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19204115314516824124929212 (დ…71245
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსისაქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა