1.რძე, გარდა ცისტერნებში გადასაზიდისა, და რძის პროდუქტები დაფასოებული უნდა იყოს: ა) არასტერილიზებული რძე და ნაღები – მათარებში; ბ) სტერილიზებული რძე და ნაღები – „ტბა“ პაკეტებსა ან მინის შეფუთვაში, ყუთებში ჩაწყობილი; გ) არაჟანი – მათარებში, „ტბა“ პაკეტებსა ან მინის ქილებში, ყუთებში ჩაწყობილი; დ) გაცივებული ხაჭო, ხაჭოს ყველეული და ხაჭოს მასა – ხისტ ტარასა და ყუთებში; ე) გაყინული (დაფასოებული) ხაჭო, გაცივებული ხაჭოს ყველეული – ყუთებში;
2.მათარას მჭიდროდ უნდა ჰქონდეს დახურული რეზინის, პერგამენტის ან პერგამენტისმაგვარი ქაღალდის შუასადებიანი თავსახური.

