1.ბაზარზე განთავსებული რძე, რძის ნაწარმი და რძის შემცველი პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს.
2.ბაზარზე განთავსებული რძე, რძის ნაწარმი და რძის შემცველი პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. [ 2 . ბაზარზე განთავსებული რძე, რძის ნაწარმი და რძის შემცველი პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტისა და „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 3. ბაზარზე განთავსებული რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი.
3¹.ბაზარზე განთავსებული რძის ნაწარმის ეტიკეტზე, რომელიც წარმოებულია ნედლი რძის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში, სურსათის დასახელებასთან ერთად, უნდა იყოს მკვეთრი მინიშნება და მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს – „დამზადებულია ნედლი რძისაგან“.
4.სურსათის ეტიკეტზე დასახელება − რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), ნაღები, არაჟანი, მაწონი, იოგურტი, კეფირი, კარაქი, ერბო, დო, ხაჭო, ყველი, შესქელებული რძე, შრატი, რძის ცხიმი, კაზეინი, გაუწყლოებული რძის ცხიმი, კუმისი და სხვა, რომელთა წარმოება ხდება ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე ამ დასახელებების გამოყენებით შედგენილი რთული დასახელებები, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ რძისა და რძის ნაწარმისათვის.
5.დაუშვებელია ეტიკეტზე, თანმხლებ დოკუმენტაციაში ან/და სხვა სახის საინფორმაციო მასალაში, სურსათზე, რომელიც არ წარმოდგენს რძეს, რძის ნაწარმს, იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი მინიშნება, რომ პროდუქტი წარმოადგენს რძეს, რძის ნაწარმს.
6.ცხოველის/ცხოველების დასახელება, გარდა ძროხისა, რომლიდანაც მიღებულია რძე, მითითებულ უნდა იქნეს პროდუქტის დასახელებასთან ერთად.
7.დასაშვებია, რძის ეტიკეტზე, რომლის შედგენილობა შეცვლილია რძის შემადგენელი ცალკეული კომპონენტ(ებ)ის მოცილებით ან დამატებით, დასახელებაში გამოყენებულ იქნეს ტერმინი „რძე“ იმ პირობით, რომ ეტიკეტზე დასახელებასთან ერთად მითითებული იქნება რძის ტექნოლოგიური დამუშავების აღწერილობა.
8.დასაშვებია, რძის ნაწარმის ეტიკეტზე, რომლის შედგენილობა შეცვლილია რძის შემადგენელი ცალკეული კომპონენტ(ებ)ის მოცილებით ან დამატებით, სურსათის დასახელებაში გამოყენებულ იქნეს შესაბამისი რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინი, ტექნოლოგიური დამუშავების აღწერილობასთან ერთად იმ პირობით, თუ შენარჩუნებულია რძის ნაწარმის თვისებები. მასში რძის შემადგენელი კომპონენტების შემცველობა განსაზღვრულ უნდა იქნეს დეკლარირებული სტანდარტით.
9.რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის თერმულად (თბურად) დამუშავების მეთოდი მითითებულ უნდა იქნეს პროდუქტის დასახელებასთან ერთად („რძე პასტერიზებული“, „ნაღები სტერილიზებული“). [ 9 1 . ბაზარზე განთავსებული რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტზე, რომელიც დამზადებულია არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში განთავსებული უნდა იქნეს დანართით − „უნივერსალური პიქტოგრამით“ განსაზღვრული უნივერსალური პიქტოგრამა.
9².თუ შეფუთვას აქვს რამდენიმე მსგავსი ხედვის ძირითადი არეალი, ხედვის ძირითად არეალად მიჩნეული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის მიერ შერჩეული ხედვის ძირითადი არეალი, რომლის დანახვა სურსათის შეძენისას მომხმარებლის მიერ ერთი შეხედვით ყველაზე მეტად არის შესაძლებელი და რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სწრაფად განსაზღვროს სურსათის მახასიათებლები. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 10 . დაშვებულია, რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის თერმულად (თბურად) დამუშავების მეთოდთან ერთად, ეტიკეტზე განთავსდეს ამ პროდუქტთან დაკავშირებული სხვა სახის ინფორმაცია („რძე პასტერიზებული არომატიზირებული“).
11.დაშვებულია, რძის შედგენილი ნაწარმისათვის გამოყენებულ იქნეს ტერმინი - „რძე“ ან შესაბამისი რძის ნაწარმის დასახელება იმ პირობით, რომ გამოყენებული ინგრედიენტ(ებ)ის (არომატიზატორები, მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტები და სხვა სუნელ-სანელებლები), აღწერილობა ნათლად იქნება წარმოდგენილი ტერმინ - „რძის“ ან რძის ნაწარმის დასახელებასთან ერთად (მაგ. „ხაჭო ქიშმიშით“ „ხაჭოს დესერტი ალუბლის ჯემით“, „მდნარი ყველი სოკოთი“).
12.სურსათი, რომლის შემადგენელ ინგრედიენტს წარმოადგენს რძე, რძის ნაწარმი ან რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ი, რომელიც გარკვეულ წილად განსაზღვრავს პროდუქტის თვისობრივ მახასიათებლებს, დაშვებულია ეტიკეტზე, სურსათის დასახელებაში ტერმინი „რძის“ ან შესაბამისი რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება იმ პირობით, რომ რძისთვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის დამატება არ ხდება რძის შემადგენელი კომპონენტების სრული ან ნაწილობრივი ჩანაცვლების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ სურსათი გამოიყენება როგორც რძის, რძის ნაწარმის შემცვლელი პროდუქტი, მაშინ ზემოაღნიშნული ტერმინების გამოყენება დაუშვებელია.
13.ტერმინები, რომლებიც დაკავშირებულია რძის ნაწარმის წარმოების ტექნოლოგიასთან, ნედლეულის ან/და კვეთის შემადგენლობის თავისებურებებთან, მითითებულ უნდა იქნეს პროდუქტის დასახელებაში („რძე მოუხდელი“, „ნაღები რეკომბინირებული“).
14.სურსათის ეტიკეტზე, რომლის შემადგენელ ინგრედიენტს წარმოადგენს რძე, რძის ნაწარმი ან რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ი, რომლებიც არ განსაზღვრავენ პროდუქტის თვისობრივ მახასიათებლებს, ეტიკეტზე ან სხვა თანმხლებ დოკუმენტაციაში ტერმინი - „რძე“ ან შესაბამისი რძის ნაწარმი, მითითებული უნდა იყოს მხოლოდ ინგრედიენტ(ებ)ის ჩამონათვალში.
15.იმ შემთხვევაში, თუ სურსათის შემადგენელ ინგრედიენტს წარმოადგენს რძე, რძის ნაწარმი ან რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ი, რომლებიც განსაზღვრავენ სურსათის თვისობრივ მახასიათებლებს და რძისათვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის დამატება ხდება რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის სრული ან ნაწილობრივი ჩანაცვლების მიზნით, ეტიკეტზე ან სხვა თანმხლებ დოკუმენტაციაში დასახელებასთან ერთად, დასაშვებია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი „რძის შემცველი პროდუქტი“ და გამოყენებული რძე, რძის ნაწარმი ან რძის შემადგენელი კომპონენტები მიეთითოს ინგრედიენტების ჩამონათვალში. გამონაკლისის სახით დაშვებულია, ეტიკეტზე დასახელებების - „მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის ნარევის“, „მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) რძის მშრალი ნარევის“ (ფხვნილი), ასევე, „მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის შაქრიანი ნარევის“ გამოყენება.
16.რძის ნაწარმის ეტიკეტზე, რომლის წარმოებისათვის ნაწილობრივ გამოყენებულია მშრალი რძე (რძის ფხვნილი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშრალი რძის გამოყენება ხდება ნორმალიზაციისათვის, ინფორმაცია მშრალი რძის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს მზა პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულ ინგრედიენტების ჩამონათვალში.
17.შედგენილი რძის ნაწარმის ან/და რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტზე დაშვებულია ისეთი ტერმინის გამოყენება, რომელიც განსაზღვრავს პროდუქტის კონსისტენციას და ფორმას: ჟელე, კოქტეილი, სოუსი, სუფლე, მუსი, კისელი, სასმელი, პასტა, ტორტი და სხვ. (მაგ. „ხაჭოს სუფლე ქიშმიშით“, „არაჟნის სოუსი“ , „ყველის რულეტი პიტნით“ „რძის შემცველი პროდუქტი ჟოლოთი“).
18.ფორტიფიცირებული/გამდიდრებული რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტისათვის დაშვებულია, პროდუქტის დასახელებასთან ერთად გამოყენებულ იქნეს ტერმინები - „ფორტიფიცირებული“, „გამდიდრებული“. ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს გამოყენებული ფორტიფიკანტის დასახელება, რაოდენობა და პროდუქტის სადღეღამისო მოხმარების ნორმა.
19.ნაწილობრივ მოხდილი (ნაწილობრივ გაუცხიმოებული) მშრალი რძე შეიძლება ეტიკეტირებულ იქნეს, როგორც ნახევრადგაუცხიმოებული მშრალი რძე (ნახევრადმოხდილი რძის ფხვნილი), იმ შემთხვევაში, თუ ცხიმის მასური წილი არანაკლებ 14 %-ს და არაუმეტეს 16%-ს შეადგენს.
20.ყველის ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს წარწერა - „ყველი“. დასაშვებია, ყველის ცალკეული სახეობებისათვის არ იქნეს მითითებული სიტყვა „ყველი“, თუ ეტიკეტზე მითითებული იქნება ყველის ცალკეული სახეობის დასახელება იმ პირობით, რომ ამ ინფორმაციის არარსებობა შეცდომაში არ შეიყვანს მომხმარებელს.
21.იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტზე მითითებულია დასახელება „ყველი“, დაშვებულია აღწერილობითი ტერმინების (სიმაგრისა და მომწიფების თავისებურების მიხედვით) გამოყენებაც, რომელიც განთავსებული იქნება უშუალოდ დასახელების გვერდით: ა) ძალიან მაგარი, თუ სინესტის მასური წილი გაუცხიმოებულ ნივთიერებაში <51%-ზე; ბ) მაგარი ან/და ობის სოკოთი მომწიფებული, თუ სინესტის მასური წილი გაუცხიმოებულ ნივთიერებაში 49%-56%-ია; გ) ნახევრად მაგარი ან/და მოუმწიფებელი/ახალი - თუ სინესტის მასური წილი გაუცხიმოებულ ნივთიერებაში 54%-69 %-ია; დ) რბილი ან/და წათხის - თუ სინესტის მასური წილი გაუცხიმოებულ ნივთიერებაში > 67 %-ზე; შენიშვნა : გაუცხიმოებულ ნივთიერებაში სინესტის მასური წილი (%) გამოითვლება შემდეგი ფორმულის მიხედვით: ყველის სინესტის მასა __________________________________ X 100 ყველის მასა - ყველის ცხიმის მასა ე) დაშვებულია, გამოყენებულ იქნეს, ასევე, შემდეგი ტერმინები: ე.ა) მაღალცხიმიანი - თუ მშრალ ნივთიერებაში რძის ცხიმის მასური წილი ≥ 60%-ზე; ე.ბ) ცხიმიანი - თუ მშრალ ნივთიერებაში რძის ცხიმის მასური წილი ≥ 45%-ზე და <60%-ზე; ე.გ) ნახევრადცხიმიანი - თუ მშრალ ნივთიერებაში რძის ცხიმის მასური წილი ≥ 25% -ზე და < 45%-ზე; ე.დ) ნაკლებცხიმიანი - თუ მშრალ ნივთიერებაში რძის ცხიმის მასური წილი ≥ 10 %- ზე და < 25%-ზე; ე.ე) უცხიმო - თუ მშრალ ნივთიერებაში რძის ცხიმის მასური წილი < 10 % ზე.
22.შრატის ყველის ეტიკეტირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ტერმინი - „შრატის ყველი“.
23.კონცენტრირებით მიღებული, შრატის მოუმწიფებელი ყველის ეტიკეტირებისას, რძის ცხიმის შემცველობასთან ერთად, დაშვებულია, გამოყენებულ იქნეს ასევე შემდეგი ტერმინები: ა) შრატის ყველი მაღალცხიმიანი, თუ მასში ცხიმის შემცველობა არანაკლებ 33%-ია; ბ) შრატის ყველი, თუ მასში ცხიმის შემცველობა არანაკლებ 10% და არაუმეტეს 33%-ია; გ) შრატის ყველი დაბალცხიმიანი, თუ მასში ცხიმის შემცველობა არაუმეტეს 10%-ია;
24.მდნარი ყველის, პასტისებური მდნარი ყველის ეტიკეტირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ტერმინები - „მდნარი ყველი“ ან „მდნარი ყველი პასტისებური“. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეიცავს სუნელ-სანელებლებს ან სხვა ბუნებრივ ნედლეულს, ზემოაღნიშნულ ტერმინთან ერთად, ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს სუნელ-სანელებლის ან სხვა ბუნებრივი ნედლეულის დასახელება.
25.მდნარი ყველის ნაწარმის/მდნარი ყველის სპრედის ეტიკეტირებისას, გამოყენებულ უნდა იქნეს ტერმინები - „ყველის ნაწარმი მდნარი“ ან „მდნარი ყველის სპრედი“. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეიცავს სუნელ-სანელებლებს ან სხვა ბუნებრივ ნედლეულს, ზემოაღნიშნულ ტერმინთან ერთად ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს სუნელ-სანელებლის ან სხვა ბუნებრივი ნედლეულის დასახელება.
26.რძის ცხიმის სპრედის ეტიკეტირებისას, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შემდეგი ტერმინები - რძის ცხიმის სპრედი, რძის ცხიმის სპრედი ნაკლებცხიმიანი.
27.რძის ცხიმის სპრედის წარმოებისას, მარილის, შაქრის, ან დამატკბობელის გამოყენების შემთხვევაში, ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს ტერმინები - ,,მარილიანი“, ,,შაქრით“, ან დამატკბობელის დასახელება.
28.დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი - „კარაქის“ გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.
29.კარაქის წარმოებისას, მარილის გამოყენების შემთხვევაში, ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს ტერმინი - „მარილიანი“.
30.„კარაქი შემცირებული რძის ცხიმით“ - დაუშვებელია ეტიკეტზე ამ დასახელების გამოყენება, თუ პროდუქტის წარმოებაში გამოყენებულია მცენარეული ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.
31.დასახელებები - „რძის ცხიმი“, „გაუწყლოებული რძის ცხიმი“, „გაუწყლოებული ერბო ძროხის რძისაგან“, „ერბო“ - ეტიკეტზე აღნიშნულ უნდა იქნეს, როგორც „რძის ცხიმი“, „გაუწყლოებული რძის ცხიმი“, „გაუწყლოებული ერბო ძროხის რძისაგან“, „ერბო“.
32.შესქელებული რძის ნაწარმის ეტიკეტზე პროდუქტის დასახელება უნდა შეესაბამებოდეს მის შედგენილობას. ნაწილობრივ მოხდილ/გაუცხიმოებულ შესქელებული რძის ეტიკეტზე დასაშვებია, გამოყენებულ იქნეს დასახელება - „ნახევრადმოხდილი (ან ნახევრადგაუცხიმოებული) შესქელებული რძე“, იმ შემთხვევაში, თუ მასში რძის ცხიმის შემცველობა 4,0-4,5%-ს შეადგენს, ხოლო მშრალი ნივთიერების მასური წილი არანაკლებ 24%-ია. ნაწილობრივ გაუცხიმოებულ (ნაწილობრივ მოხდილ) შაქრიან შესქელებულ რძის ეტიკეტზე დასაშვებია გამოყენებულ იქნეს დასახელება - „ნახევრადმოხდილი (ან ნახევრადგაუცხიმოებული) შაქრიანი შესქელებული რძე“, იმ შემთხვევაში, თუ მასში რძის ცხიმის შემცველობა 4,0-4,5%-ს შეადგენს, ხოლო მშრალი ნივთიერების მასური წილი არანაკლებ 28%-ია.
33.ბაზარზე განთავსებულ ნაღებში რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის მასის არანაკლებ 10%-ს უნდა შეადგენდეს.
34.ნაღების ეტიკეტზე პროდუქტის აღნიშვნა უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის დასახელებას, გარდა ტერმინისა - „ნაღები“, რომელიც ექვემდებარება დამატებით ტექნოლოგიურ გადამუშავებას. აღნიშნული ტერმინი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეტიკეტზე პროდუქტის დასახელებისათვის. დაფასოებული თხევადი ნაღების ეტიკეტზე დაშვებულია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი - „ნაღები“, წნევის ქვეშ დაფასოებული ნაღების ეტიკეტზე დაშვებულია, გამოყენებულ იქნეს სხვა აღწერილობითი ტერმინი, რომელიც ახასიათებს პროდუქტის სავარაუდო გამოყენებას, ან ტერმინი - „ნაღები ათქვეფილი“ .
35.ნაღების შედედებული ნაწარმისათვის დაშვებულია, ტერმინების - „აციდოფილინის“, „კუმისის“ და „კეფირის“ გამოყენება იმ შემთხვევაში თუ, წარმოებაში გამოყენებული იყო შესაბამისი მიკრობული კულტურები.
36.თერმულად (თბურად) დამუშავებული ნაღებისათვის სავალდებულოა, ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია თერმული (თბური) დამუშავების მეთოდის შესახებ.
37.ფერმენტირებული/რძემჟავა ნაღების ბაზარზე განთავსებისას, თუ პროდუქტი დაექვემდებარა თერმულ (თბურ) დამუშავებას ფერმენტაციამდე, სავალდებულოა, ეტიკეტზე ან ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის მიწოდებისას, მითითებულ იქნეს კონკრეტული მიკროორგანიზმ(ები)ის დასახელება და ვეგეტაციური უჯრედების საერთო რაოდენობა, რომელიც შენარჩუნებულ უნდა იქნეს ნაწარმის შენახვის ვადის განმავლობაში. ფერმენტაციის შემდეგ, თბურად დამუშავებული ფერმენტირებული/რძემჟავა ნაღებისათვის ცოცხალ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება.
38.შრატის ფხვნილის ეტიკეტზე შესაძლებელია განთავსდეს ინფორმაცია – „შაქრით“ იმ შემთხვევაში, თუ მასში ლაქტოზის მასური წილი არანაკლებ 65%-ს შეადგენს, ცილის მასური წილი არანაკლებ 11%-ია, ნაცრის მასური წილი არაუმეტეს 8,5%-ია, ხოლო 10%-იანი ხსნარის მჟავიანობა (pH) აღემატება 6-ს.
39.კაზეინის (სასურსათო მჟავე კაზეინის, სასურსათო კაზეინატის, დვრიტას/კვეთის კაზეინის) ეტიკეტზე აღნიშვნა უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის დასახელებას და მის შემადგენლობას.
40.რძემჟავა პროდუქტების - ფერმენტირებული/რძემჟავა პროდუქტის, კონცენტრირებული რძემჟავა პროდუქტის, არომატიზებული რძემჟავა პროდუქტის ეტიკეტზე აღნიშვნა უნდა შეესაბამებოდეს რძის ნაწარმის დასახელებას და მის შემადგენლობას.
41.რძის ნაწარმის - რძემჟავა/ფერმენტირებული პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს დედოსთვის გამოყენებული მიკროორგანიზმები. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ პროდუქტი ფერმენტაციის შემდეგ დაექვემდებარა თბურ დამუშავებას, ამ შემთხვევაში, რძის ნაწარმის დასახელებასთან ერთად, უნდა მიეთითოს თბური დამუშავების მეთოდი.
42.რძემჟავა სასმელის ეტიკეტზე, თვალსაჩინო ადგილას სავალდებულოა, მითითებულ იქნეს სასმელში რძემჟავა პროდუქტის პროცენტული შემცველობა.
43.რძემჟავა პროდუქტის წარმოებისას თუ გამოყენებულია შაქარი, ეტიკეტზე, თვალსაჩინო ადგილას, პროდუქტის დასახელებასთან ახლოს მითითებულ უნდა იქნეს განმარტება - „შაქრით“, ინგრედიენტების ჩამონათვალში მოცემულ უნდა იქნეს შაქრის სახეობა (საქაროზა, გლუკოზა, ფრუქტოზა, ლაქტოზა), ხოლო, თუ გამოყენებულია ხელოვნური დამატკბობელი - დამატკბობელის დასახელება.
44.თუ რძის ან შედგენილი რძის ხაჭოს მზა ნაწარმში რძის შემადგენელი კომპონენტების მასური წილი არანაკლებ 75%-ია, ამ პროდუქტებს არ გაუვლიათ თერმული (თბური) დამუშავება და მომწიფება სპეციფიკური ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების მისაღწევად, აღნიშნულ პროდუქტებთან მიმართებაში, გამოიყენება ტერმინი - „ხაჭოს კვერი“.
45.რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტზე, რომლის წარმოებაში გამოყენებულ იქნა მცენარეული ცხიმი ან ზეთი, სავალდებულოა, ინგრედიენტების ჩამონათვალში, მითითებულ იქნეს იმ მცენარის (მცენარეების) დასახელება, საიდანაც მიღებულია მცენარეული ცხიმი ან ზეთი.
46.რძის შემცველი პროდუქტის - მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის ნარევის ეტიკეტირებისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგი ტერმინები : ა) მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის ნარევი, თუ მასში ცხიმის შემცველობა (ცხიმის მასური წილი) არანაკლებ - 7,5%, მშრალი გაუცხიმოებული რძის ნაშთი, არანაკლებ – 17,5 %, ცილის შემცველობა მშრალ გაუცხიმოებულ რძის ნაშთში, არანაკლებ - 34%-ია; ბ) მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის ნარევი ნაკლებცხიმიანი , თუ მასში ცხიმის შემცველობა (ცხიმის მასური წილი) - არანაკლებ 1% -ია და არაუმეტეს 7,5%, გაუცხიმოებული რძის მშრალი ნაშთი არანაკლებ – 19 %, ცილის შემცველობა რძის მშრალ გაუცხიმოებულ ნაშთში, არანაკლებ - 34%-ია.
47.რძის შემცველი პროდუქტის - მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) რძის მშრალი ნარევის (ფხვნილი) ეტიკეტირებისას, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შემდეგი ტერმინები: ა) მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის მშრალი ნარევი (ფხვნილი), თუ მასში ცხიმის შემცველობა (ცხიმის მასური წილი) არანაკლებ - 26 %, სინეტსის მასური წილი არანაკლებ 5%, მშრალი გაუცხიმოებული რძის ნაშთში ცილის შემცველობა არანაკლებ – 34 %-ია; ბ) მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის ნაკლებცხიმიანი ნარევი , თუ მასში ცხიმის შემცველობა (ცხიმის მასური წილი) - არანაკლებ 1,5% და არაუმეტეს 26%-ია, სინეტსის მასური წილი არანაკლებ 5%, ცილის შემცველობა რძის მშრალ გაუცხიმოებულ ნაშთში, არანაკლებ - 34%-ია.
48.რძის შემცველი პროდუქტის - მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული შაქრიანი რძის ნარევის ეტიკეტირებისას, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შემდეგი ტერმინები: ა) მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული შაქრიანი რძის ნარევი, თუ მასში ცხიმის შემცველობა (ცხიმის მასური წილი) არანაკლებ - 8%, მშრალი გაუცხიმოებული რძის ნაშთში ცილის შემცველობა, არანაკლებ - 34%, გაუცხიმოებული რძის მშრალი ნაშთი არანაკლებ 20%-ია; ბ) მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული შაქრიანი რძის ნარევი ნაკლებცხიმიანი , თუ მასში ცხიმის შემცველობა (ცხიმის მასური წილი) - არანაკლებ 1,0% და არაუმეტეს 8%-ია, ცილის შემცველობა რძის მშრალ გაუცხიმოებულ ნაშთში, არანაკლებ - 34%-ია, გაუცხიმოებული რძის მშრალი ნაშთის შემცველობა კი- არანაკლებ 20%.
49.დაუშვებელია, რძის შემცველი პროდუქტის - მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის ნარევის გამოყენება ბავშვთა კვებაში.
50.რძის შემცველი პროდუქტის - მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის ნარევის, მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის მშრალი ნარევის, მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული შაქრიანი რძის და ნარევის ეტიკეტირებისას, სავალდებულოა, მითითებულ იქნეს წარწერა - „არ გამოიყენება ჩვილ ბავშვთა კვებაში“.
51.რძის შემცველი პროდუქტის - შერეული ცხიმის სპრედის ეტიკეტირებისას, მცენარეული და ცხოველური ცხიმის ჯამური (სრული) შემცველობის მიხედვით, სურსათის დასახელებაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინები - „ნაკლებცხიმიანი“ (არაუმეტეს 39%), „საშუალოცხიმიანი“ (41-60%) და „მაღაღალცხიმიანი“ (61-80%).
52.ბაზარზე განთავსებულ რძეში, რძის ნაწარმში და რძის შემცველ პროდუქტში რძის ცხიმის და რძის ცილის შემცველობა გამოსახული უნდა იყოს საერთო მასაში რძის ცხიმისა და რძის ცილის პროცენტული შემცველობის შესაბამისად.
53.დასახელებას „მაწონი“ შეიძლება დაემატოს საწყისი რძის მინიშნება (ძროხის, თხის, კამეჩის და/ან ცხვრის), თუ გამოყენებული რძის წილი ნარევში 85%-ს აღემატება.
54.ბაზარზე განთავსებული რძის იმ ნაწარმის მახასიათებლები, რომლებიც მონიშნულია სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგლამენტაციებით განსაზღვრულ მახასიათებლებს. [ 55. არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით დამზადებული რძის შემცველი პროდუქტი მომხმარებლისათვის წარდგენილი უნდა იქნეს რძისა და რძის ნაწარმისგან განცალკევებით, განთავსების ისეთი მეთოდის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სამართლიან საინფორმაციო პრაქტიკასთან“ დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება №342 - ვებგვერდი, 13.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 მაისის დადგენილება №251 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ივლისის დადგენილება №475 – ვებგვერდი, 31.07.2020წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №429 - ვებგვერდი, 08.09.2026წ.

