ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

მუხლი 21

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 20 სექ. 2013

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტის ეტიკეტზე ზუსტად, ნათლად, ადვილად წასაკითხად და იოლად გასაგებად უნდა აისახოს: ა) საკვების მომზადების წესი და მიღების რეჟიმი; ბ) მომზადებული საკვების ნარჩენის ბავშვის საკვებად ხელმეორედ გამოყენების დაუშვებლობა; გ) სიტყვებით და ციფრებით გამოხატული ასაკი, რომლის შემდეგაც ბავშვისათვის შეიძლება ამ პროდუქტის მიღება; დ) პროდუქტის შემადგენლობა და კვებითი ღირებულება; ე) პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებული კომპონენტები; ვ) პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები; ზ) პროდუქტის ვარგისიანობის ვადა განსხვავებულ კლიმატურ და შენახვის პირობებში; თ) პროდუქტის პარტიის ნომერი და წარმოების თარიღი.

2.ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების ეტიკეტზე, აგრეთვე საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების შესაფუთი მასალის ეტიკეტზე მთავრული ასოებით უნდა აღინიშნოს შემდეგი წინადადებები: ა) „ყურადღება! ქალის რძე თქვენი ბავშვისათვის საუკეთესო საკვებია“; ბ) „ყურადღება! თქვენი ბავშვისათვის ხელოვნური საკვების მიცემამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს; ზუსტად დაიცავით საკვების გამოყენებასა და მომზადებასთან დაკავშირებული ყველა მითითება“.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 9 დეკ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23251322344¹159⁴9¹1074 (და…5 (და…9 (და…421
მითითებამნიშვნელობით ახლოსბავშვთა ბუნებრივი კვებ…რძისა და რძის ნაწარმის…რეკლამის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…ენერგოეტიკეტირების შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა