რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 4 (დანართი 1). ტერმინთა განმარტებები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 4 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ამ წესის მიზნებისათვის,  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან ერთად,  გამოიყენება   ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა ) რძე - სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისაგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად,   რაიმე  ნივთიერების დამატების,  ან    მოცილების  გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის; ბ ) რძის ნაწარმი - რძისგან  ან/და რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ისგან  წარმოებული სურსათი, რომელსაც შესაძლოა დამატებული ჰქონდეს გადამუშავებისათვის  ფუნქციურად  აუცილებელი  საკვებდანამატ(ებ)ი და  ინგრედიენტები  იმ პირობით, რომ რძისთვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის დამატება არ ხდება რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის ჩანაცვლების მიზნით; გ ) რძის შედგენილი ნაწარმი / რძის კომპოზიციური ნაწარმი - რძის ნაწარმი, რომელშიც უპირატესი შემცველობა აქვს რძეს, რძის ნაწარმს ან რძის ცალკეულ შემადგენელ კომპონენტს იმ პირობით, რომ  რძისათვის  არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის დამატება არ ხდება  რძის შემადგენელი  კომპონენტ(ებ)ის ნაწილობრივ, ან სრულად ჩანაცვლების მიზნით; დ ) რძის ნაწარმი აღდგენილი - რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის  მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს  რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა; ე ) რძის ნაწარმი რეკომბინირებული - რძის გადამუშავების შედეგად მიღებული ნაწარმი,  რომელიც მიიღება რძის ცხიმისა და მშრალი მოხდილი რძისაგან  წყლის დამატებით, ან წყლის დამატების გარეშე, დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრული შედგენლობის რძის ნაწარმის მისაღებად; ვ ) რძის შემცველი პროდუქტი - სურსათი,  რომელიც არ წარმოადგენს რძის ნაწარმს, რძის შედგენილ ნაწარმს, რძის აღდგენილ ნაწარმს ან რძის რეკომბინირებულ ნაწარმს და რომლის შემადგენელ ინგრედიენტს წარმოადგენს რძე, რძის ნაწარმი ან რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ი; ზ ) რძის გადამუშავების თანანაწარმი პროდუქტი -  რძის ნაწარმის გადამუშავებისას  მიღებული თანმდევი  პროდუქტი; თ ) რძე სასმელი - რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე; ი ) რძე ნედლი -  რძე, რომელსაც არ გაუვლია  40 0 C -ზე  მაღალ ტემპერატურაზე თერმული  (თბური) დამუშავება, ან  სხვაგვარი დამუშავება, რომელიც  მისი შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის ცვლილებას გამოიწვევს; კ ) რძე მოუხდელი სასმელი - თერმულად (თბურად)  დამუშავებული რძე, რომელიც შეიძლება იყოს სტანდარტული და  არასტანდარტული; ლ ) რძე სასმელი მოუხდელი სტანდარტული - თერმულად (თბურად) დამუშავებული  რძე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 3,5%-ია; მ) რძე სასმელი მოუხდელი არასტანდარტული - თერმულად (თბურად) დამუშავებული  რძე, რომელშიც, მოწველის შემდეგ,  რძის ცხიმის შემცველობა არ არის შეცვლილი რძის ცხიმის დამატებით ან მოცილებით, ან  სხვა ისეთ რძესთან შერევით, რომელშიც შეცვლილია რძის ცხიმი. არასტანდარტულ მოუხდელ სასმელ რძეში  რძის ცხიმის მასური წილი  არანაკლებ 3,5%-ია; ნ ) რძე სასმელი ნახევრადმოხდილი ( ნახევრადგაუცხიმოებული ) - თერმულად (თბურად) დამუშავებული  რძე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 1,5%-ს და არაუმეტეს  1,8%-ს შეადგენს; ო ) რძე სასმელი მოხდილი ( გაუცხიმოებული ) - თერმულად (თბურად) დამუშავებული რძე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არ აღემატება 0,5%-ს; პ) რძე მშრალი (რძის ფხვნილი) – რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. ცხიმშემცველობის მიხედვით, მშრალი რძე შეიძლება იყოს მოუხდელი, მოხდილი (გაუცხიმოებული) და ნაწილობრივ მოხდილი (ნაწილობრივ  გაუცხიმოებული); ჟ) რეტენატი რძის/ულტრაკონცენტრატი  რძის  ცილის - რძის ცილის კონცენტრირებული პროდუქტი, რომელიც მიიღება რძის, ნახევრადმოხდილი (ნახევრადგაუცხიმოებული) ან მოხდილი (გაუცხიმოებული) რძის ულტრაფილტრაციის შედეგად; რ) პერმეატი რძის - რძის, ნახევრადმოხდილი (ნახევრადგაუცხიმოებული) ან მოხდილი (გაუცხიმოებული) რძის ულტრაფილტრაციის შედეგად მიღებული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს რძის ცილასა და რძის ცხიმს; ს ) რძის ნაწარმი შემჟავებული , რძის შემცველი პროდუქტი შემჟავებული - რძის ნაწარმი, ან რძის შემცველი პროდუქტი,  რომლის მჟავიანობა ( pH) 3,8-დან 5,5 - მდეა; ტ ) სასმელი რძიანი - თხევადი პროდუქტი, მათ შორის,  შრატისგან  მიღებული პროდუქტი,  რომელშიც  რძის   ნაწარმის შემცველობა არანაკლებ 50%-ია; უ ) რძე პასტერიზებული , რძე სტერილიზებული , რძე ულტრაპასტერიზებული ( მაღალი ტემპერატურით დამუშავებული ) - უვნებლობის მიკრობიოლოგიური  მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით,  თერმულად (თბურად)  დამუშავებული სასმელი  რძე; ფ ) ფორტიფიცირებული ( გამდიდრებული ) პროდუქტი - რძე, რძის ნაწარმი, რძის შემცველი პროდუქტი,  რომელშიც ცალკე ან კომპელქსურად  დამატებით შეტანილია: ცილა, ვიტამინები, მიკრო  და მაკროელემენტები, საკვები ბოჭკოები, ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები,  ფოსფოლიპიდები,  პრობიოტიკები,  პრებიოტიკები; ქ ) რძე შესქელებული / კონცენტრირებული - რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით, გაცხელებით ან სხვა ტექნოლოგიური პროცესით. მასში რძის ცხიმის ან/და ცილის შემადგენლობის ნორმალიზაციისათვის დასაშვებია, რძის ცალკეული შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის დამატება და/ან მოცილება  შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობის ცვლილების გარეშე.  ცხიმშემცველობისა და შაქრის შემცველობის მიხედვით შესქელებული რძე შეიძლება იყოს: მოუხდელი,  მოხდილი (გაუცხიმოებული), ნაწილობრივ მოხდილი (ნაწილობრივ გაუცხიმოებული),  მაღალი ცხიმშემცველობით, მოუხდელი    შაქრით, მოხდილი (გაუცხიმოებული), ნაწილობრივ  მოხდილი (ნაწილობრივ გაუცხიმოებული)   შაქრით,  შაქრით - მაღალი ცხიმშემცველობით; ღ )  რძე ნაწილობრივ შესქელებული - რძის  ნაწარმი, რომელიც მიიღება მოხდილი (გაუცხიმოებული) ან ნაწილობრივ მოხდილი (ნაწილობრივ გაუცხიმოებული), შაქრიანი ან უშაქრო რძისაგან, ან მათი  შერევით, წყლის ნაწილობრივი მოცილებით, რომელსაც შესაძლებელია,   დამატებული ჰქონდეს  ნაღები ან მშრალი რძე, ან ორივე ერთად იმ პირობით, რომ მზა პროდუქტში მშრალი ნივთიერების  მასური წილი არ აღემატება  25%-ს; ყ ) რძისათვის არადამახასიათებელი ინგრედიენტი (არარძისმიერი ინგრედიენტი) - სურსათი, რომელიც ემატება რძის გადამუშავების პროდუქტს (სოკო,  ხორცისა და ძეხვეულის ნაწარმი, ზღვის პროდუქტები, თაფლი, ბოსტნეული, ნიგოზი, თხილი, ხილი, კვერცხი, ჯემი, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ხილფაფა, შოკოლადი  და სხვა საკონდიტრო ნაწარმი, ყავა, ჩაი, ლიქიორი, რომი, შაქარი, მარილი,  და სხვ. ასევე, ნატურალური არომატიზატორები, მათ შორის, სანელებლები და სხვა  საკვებდანამატები, ვიტამინები, რძისათვის არადამახასიათებელი ცილა,  ცხიმები, ნახშირწყლები, მიკრო  და მაკროელემენტები); შ) ნაღები –  მაღალი ცხიმშემცველობის რძის თხევადი ნაწარმი, რძის პლაზმისა და ცხიმის ემულსია, წარმოებული რძის სეპარირებით; ჩ ) ნაღები მშრალი ( ნაღების ფხვნილი ) - რძის მშრალი ნაწარმი, რომელიც მიიღება ნაღების გამოშრობით; ც ) ნაღები აღდგენილი - ნაღები, რომელიც მიიღება  რძის ნაწარმის (მშრალი ნაღების)  აღდგენით, სასმელი წყლის დამატებით ან სასმელი წყლის დამატების  გარეშე  და მისი შემადგენლობა ნაღების შემადგენლობის  იდენტურია; ძ ) ნაღები რეკომბინირებული - ნაღები, რომელიც მიიღება  რძის ნაწარმის შერევით,  სასმელი წყლის დამატებით ან სასმელი წყლის დამატების  გარეშე  და მისი შემადგენლობა ნაღების  შემადგენლობის იდენტურია; წ ) ნაღები , რომელიც ექვემდებარება დამატებით ტექნოლოგიურ გადამუშავებას - რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება ნაღების, რეკომბინირებული ან/და  აღდგენილი ნაღების  ტექნოლოგიური გადამუშავებით, დაფასოებული თხევადი ნაღების, ასათქვეფი ნაღების, წნევის ქვეშ დაფასოებული  ნაღების, ათქვეფილი ნაღების, შემჟავებული ნაღების, ფერმენტირებული/რძემჟავა ნაღების   მისაღებად; ჭ) ნაღები დაფასოებული, თხევადი - რძის თხევადი ნაწარმი, რომელიც მიღებულია ნაღების, რეკომბინირებული ან/და აღდგენილი ნაღების დაფასოებით და გამიზნულია შემდგომი  მოხმარებისათვის ან/და უშუალოდ გამოყენებისათვის; ხ) ნაღები ასათქვეფი  - რძის თხევადი ნაწარმი, რომელიც მიღებულია რეკომბინირებული ან/და აღდგენილი ნაღებისაგან,  შემდგომი ათქვეფის მიზნით. თუ მისი გამოყენება ხდება  უშუალოდ  მომხმარებლის მიერ, მაშინ  წარმოების ტექნოლოგია უნდა უზრუნველყოფდეს ადვილად ათქვეფას; ჯ ) ნაღები წნევის ქვეშ დაფასოებული - თხევადი, აღდგენილი ან/და რეკომბინირებული ნაღები, რომელიც დაფასოებულია მაღალი წნევის ქვეშ და მისი ათქვეფა ხდება ტარიდან გათავისუფლების შემდეგ; ჰ ) ნაღები ათქვეფილი - თხევადი, აღდგენილი ან/და რეკომბინირებული ნაღები, გაჯერებული ჰაერით ან ინერტული აირით, რომელიც არ ექვემდებარება საწყისი ემულსიის  სახით - „ცხიმი - მოხდილი რძე“ აღდგენას; ჰ 1 ) ნაღები ფერმენტირებული / რძემჟავა - რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება ნაღების, აღდგენილი ან რეკომბინირებული ნაღების ფერმენტაციით, შესაბამისი მიკროორგანიზმების გამოყენებით, რომლებიც  ამცირებენ მჟავიანობას (pH) კოაგულაციით, ან კოაგულაციის გარეშე; ჰ 2 ) ნაღები შემჟავებული - ნაღებისგან, აღდგენილი ან/და რეკომბინირებული ნაღებისაგან მიღებული რძემჟავა პროდუქტი, რომელსაც მჟავიანობის (pH) შემცირების მიზნით, კოაგულაციით ან კოაგულაციის გარეშე, დამატებული აქვს მჟავა ან მჟავიანობის რეგულატორი; ჰ 3 ) ნაღები ნედლი -  თერმულად (თბურად)   არაუმეტეს  45 0 C -ზე  დამუშავებული  ნაღები; ჰ 4 ) რძემჟავა პროდუქტი / ფერმენტირებული რძე - რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძისგან, მისი შემადგენელი კომპონენტების ცვლილებით ან ცვლილების გარეშე,  შესაბამისი მიკროოგანიზმების მოქმედებით, რომლებიც  ამცირებენ მჟავიანობას (pH) კოაგულაციით, ან კოაგულაციის გარეშე.  შენახვის ვადის განმავლობაში, დედოს მიკროორგანიზმებს შენარჩუნებული უნდა  ჰქონდეთ გამრავლების და დაგროვების უნარი. თერმულად (თბურად) დამუშავებულ  რძემჟავა პროდუქტებზე ცოცხალ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება; ჰ 5 ) რძემჟავა პროდუქტი არომატიზებული - რძის შედგენილი ნაწარმი, რომელშიც რძისთვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ისა და არომატიზატორების ჯამური შემცველობა შეადგენს არაუმეტეს 50%-ს; ჰ 6 ) რძემჟავა პროდუქტი კონცენტრირებული - რძის ნაწარმი, რომელშიც ცილის შემცველობა ფერმენტაციამდე ან ფერმენტაციის შემდეგ გაზრდილია არანაკლებ 5,6%-მდე; ჰ 7 ) რძემჟავა პროდუქტზე დაფუძნებული სასმელი ( რძემჟავა სასმელი ) - რძის შედგენილი ნაწარმი, რომელიც მიიღება რძემჟავა პროდუქტებზე  წყლის და სხვა ინგრედიენტების -  შრატის, რძისთვის არადამახასასიათებელი კომპონენტების, ასევე გემოს მიმცემი ინგრედიენტების დამატებით, ან მათი დამატების გარეშე და მასში  რძემჟავა პროდუქტის შემცველობა არანაკლებ 40%-ს შეადგენს; ჰ 8 ) აირანი -  რძემჟავა   პროდუქტი,  წარმოებული დედოს მიკროორგანიზმების - თერმოფილური რძემჟავა სტრეპტოკოკების, ბულგარული რძემჟავას ჩხირისა და საფუარის (Lactobacillus delbrueckii ssp. bulgaricus და Streptococcus thermophilus), ან საფუარის გარეშე   შერეული (რძემჟავა და სპირტის) დუღილის შედეგად; ჰ 9 ) რძე აციდოფილური -  რძემჟავა  პროდუქტი, წარმოებული  აციდოფილური რძემჟავა ჩხირის (Lactobacillus acidophilus)   გამოყენებით; ჰ 10 ) ვარენეცი (რძემჟრალი)- რძემჟავა პროდუქტი, რომელიც იწარმოება წინასწარ სტერილიზებული ან 97 0 C-ზე  თერმულად სხვაგვარად დამუშავებული (± 2 0 C)  რძისა ან/და რძის ნაწარმის შედედებითა და დედოს მიკროორგანიზმების - თერმოფილური რძემჟავა  სტრეპტოკოკების (Streptococcus thermophilus)  გამოყენებით, დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური თვისებების მიღწევამდე; ჰ 11 ) იოგურტი - რძემჟავა პროდუქტი, რომელიც შეიცავს  რძის მშრალი გაუცხიმოებული  ნივთიერებების გაზრდილ რაოდენობას და რომელიც   იწარმოება  დედოს მიკროორგანიზმების ნარევის - თერმოფილური რძემჟავა  სტრეპტოკოკებისა (Streptococcus thermophilus) და   რძემჟავა ჩხირების (Lactobacillus delbrueckii  subsp. bulgaricus) ან Streptococcus thermophilus-ისა  და Lactobacillus-ის ალტერნატიული კულტურების გამოყენებით; ჰ 12 ) კეფირი - რძემჟავა პროდუქტი, რომელიც მიიღება შერეული დუღილის (რძემჟავა და სპირტული)   შედეგად,  კეფირის სოკოზე დამზადებული დედოს გამოყენებით; ჰ 13 ) კუმისი -  რძემჟავა პროდუქტი, რომელიც მიიღება ფაშატის რძის შერეული დუღილით (რძემჟავა და სპირტული); ჰ 14 ) პროსტოკვაშა - რძემჟავა პროდუქტი, წარმოებული დედოს მიკროორგანიზმების - ლაქტოკოკების (Lactococcus)  ან/და  თერმოფილური რძემჟავა სტრეპტოკოკების (Streptococcus thermophilus) გამოყენებით; ჰ 15 ) არაჟანი - რძემჟავა პროდუქტი,  წარმოებული  რძის ნაღების შედედებით და   რძის  ნაწარმის დამატებით ან დამატების გარეშე,   დედოს მიკროორგანიზმების,  ლაქტოკოკების (Lactococcus)   ან ლაქტოკოკებისა (Lactococcus)   და თერმოფილური რძემჟავა სტრეპტოკოკების (Streptococcus thermophilus)   ნარევის გამოყენებით; ჰ 16 ) ხაჭო - რძემჟავა პროდუქტი, წარმოებული მოხდილი (გაუცხიმოებული) ან  მოუხდელი რძისგან, ან მოხდილი (გაუცხიმოებული) ან  მოუხდელი მშრალი რძისგან ან რძის ნაწარმისაგან, დედოს მიკროორგანიზმების -   ლაქტოკოკების  (Lactococcus),  ან ლაქტოკოკების (Lactococcus)    და თერმოფილური რძემჟავა სტრეპტოკოკების (Streptococcus thermophilus)    ნარევის გამოყენებით, რომელშიც  რძის  ცილების კოაგულაციისათვის (შედედება) გამოიყენება  მჟავური ან დვრიტამჟავური მეთოდები.  კოაგულაციით მიღებული შენადედიდან შრატის მოცილების შემდეგ   მიღებული მასა ექვემდებარება  შემდგომ  თვითდაწნეხვას ან/და დაწნეხვას; ჰ 17 ) ხაჭო მარცვლოვანი -  ფხვიერი  რძემჟავა  პროდუქტი, წარმოებული  ხაჭოს მარცვლისათვის ნაღებისა და სუფრის მარილის დამატებით, მზა პროდუქტის თერმული დამუშავებისა  და  კონსისტენციის   სტაბილიზატორების დამატების გარეშე; ჰ 18 ) ხაჭოს მასა -  რძის ნაწარმი ან  რძის  შედგენილი  ნაწარმი, წარმოებული  ხაჭოზე ნაღების კარაქის, ნაღების, შაქრიანი შესქელებული რძის, შაქრებისა და/ან მარილის  დამატებით, ან/და დამატების გარეშე,  რომლის დროსაც არ ხდება  რძის  შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის  ჩანაცვლება; ჰ 19 ) ნაწარმი ხაჭოსი -  რძის ნაწარმი, რძის შედგენილი ნაწარმი, წარმოებული ხაჭოსაგან ან/და რძის გადამუშავების პროდუქტებისაგან ხაჭოს წარმოების  ტექნოლოგიის შესაბამისად,  რძის ნაწარმის დამატებით ან/და დამატების გარეშე, რძისათვის არადამახასიათებელი კომპონენტ(ებ)ის  (გარდა ცხიმისა და ცილისა) დამატებით, შემდგომი  თერმული დამუშავებით  ან თერმული დამუშავების გარეშე; ჰ 20 ) კვერი ხაჭოსი - ხაჭოს მასისგან მიღებული რძის ნაწარმი ან რძის შედგენილი ნაწარმი, რომელიც დაყალიბებულია, დაფარულია ან არ არის დაფარული სასურსათო  სარკალით; ჰ 21 ) კვერეული -  ხაჭოს ნაწარმი,  რომელიც დაყალიბებულია, დაფარულია ან არ არის დაფარული სასურსათო სარკალით, მასით არაუმეტეს 150 გრ; ჰ 22 ) ნადუღი - ყველის შრატის შეხაჭოებული მასა; ჰ 23 ) პროდუქტი შედედებული -    შედედების შემდეგ  თერმულად დამუშავებული რძემჟავა პროდუქტი,  ან  რძის შემცველი  პროდუქტი, წარმოებული რძემჟავა პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესაბამისად, რომელსაც გააჩნია აღნიშნული პროდუქტისათვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური   თვისებები; ჰ 24 ) კარაქი - „წყალი ცხიმში“ ემულსიის ტიპის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება მხოლოდ ძროხის რძისგან ან/და ძროხის რძისგან მიღებული პროდუქტებისაგან; ჰ 25 ) კარაქი ტრადიციული ( ნაღების )  - რძის ნაწარმი,  მიღებული პასტერიზებული ნაღებისგან; ჰ 26 ) კარაქი რ ეკომბინირებული - რძის ნაწარმი, მიღებული ერბოს, მშრალი გაუცხიმოებული  რძისა  და წყლისაგან; ჰ 27 ) კარაქი შრატის - რძის ნაწარმი,  მიღებული შრატის ნაღების, ან შრატის ნაღებისა და ნაღების შერევით; ჰ 28 ) ცხიმი რძის  - ცხიმოვანი პროდუქტი, რომელიც მიიღება  რძისგან ან/და რძის ნაწარმისაგან რძის პლაზმის მოცილებით; ჰ 29 ) ნაწარმი რძის ცხიმის - რძის ნაწარმი, მათ შორის, რძის ცხიმი, გაუწყლოებული რძის ცხიმი/ერბო, რომელიც გამოიყენება  კულინარული ან  შემდგომი გადამუშავების მიზნით; ჰ 30 ) ერბო / გაუწყლოებული რძის ცხიმი -   რძის  ნაწარმი, რომელიც მიიღება ძროხის რძის ან რძის ცხიმის ნაწარმისგან წყლის და არაცხიმოვანი მშრალი ნაშთის სრული მოცილებით; ჰ 31 ) კარაქი შემცირებული რძის ცხიმით – რძის ნაწარმი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს  და არაუმეტეს  79%-ს შეადგენს; ჰ 32 ) სპრედი რძის ცხიმის  - მაღალი ცხიმშემცველობის, პასტისებური  რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ან/და რძის ნაწარმისაგან, წარმოდგენს  „წყალი ცხიმში“ ემულსიას და რომელიც 20 0 C  ტემპერატურაზე ინარჩუნებს მყარ კონსისტენციას; ჰ 33 ) ცხიმი შერეული  (მცენარეული და ცხოველური ცხიმის შედგენილი) - მცენარეული და ცხოველური ცხიმის ნარევი  პროდუქტი; ჰ 34 ) ნარევი  მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის - რძის შემცველი პროდუქტი, მიღებული რეკომბინირებულ რძესა და სასმელ  წყალზე, ან ნაწილობრივ გაუწყლოებულ რეკომბინირებულ რძეზე, მცენარეული ცხიმის  ან მცენარეული ზეთის, ან მათი ნარევის  დამატებით; ჰ 35 ) ნარევი მშრალი (ფხვნილი) მცენარეული ცხიმისა და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის - რძის შემცველი პროდუქტი, მიღებული რძის,  რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ისა და   მცენარეული ცხიმის,   ან მცენარეული ზეთის, ან მათი ნარევის   ნაწილობრივ გაუწყლოებით; ჰ 36 ) ნარევი მცენარეული ცხიმისა  და  მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული  შაქრიანი რძის - რძის შემცველი  პროდუქტი, მიღებული რეკომბინირებულ რძესა და სასმელ  წყალზე, ან ნაწილობრივ გაუწყლოებულ რეკომბინირებულ რძეზე, შაქრის,  მცენარეული ცხიმის  ან მცენარეული ზეთის, ან მათი ნარევის  დამატებით; ჰ 37 ) ყველი – რძისგან დამზადებული პროდუქტი, მომწიფებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში; ჰ 38 ) ყველი მომწიფებული  - რძის ნაწარმი, ყველი, რომლის გამოყენება არ ხდება ყველის შედედებული მასიდან შრატის მოცილებისთანავე და საჭიროებს დაყოვნებას გარკვეულ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს, ყველის ამ სახეობისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების ჩამოყალიბებას; ჰ 39 ) ყველი დაობებული - რძის ნაწარმი,  მომწიფებული  ყველი, რომლის მომწიფება სრულდება მზა ყველის ზედაპირზე ან/და  სიღრმეში  დამახასიათებელი ობის სოკოების ზრდა - განვითარებით; ჰ 40 ) ყველი მოუმწიფებელი - რძის ნაწარმი,  ყველი, მათ შორის, ახალი ყველი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ტექნოლოგიური პროცესის დამთავრებისთანავე; ჰ 41 ) ყველი წათხის - რძის ნაწარმი,  ყველი,  რომელიც მწიფდება ან/და ინახება მარილწყალში; ჰ 42 ) ყველი მდნარი, ყველი პასტისებური მდნარი - რძის ნაწარმი,   რომელიც მიიღება ყველის ერთი ან რამოდენიმე სახეობის დაქუცმაცებით, შერევით, დნობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნებადართული ემულგატორ(ებ)ის დამატებით და გაცხელებით, რძის შემადგენელი კომპონენტ(ებ)ის და სხვა ნედლეულის დამატებით ან დამატების გარეშე; ჰ 43 ) სპრედი  მდნარი ყველის/პროდუქტი მდნარი ყველის - რძის ნაწარმი,   რომელიც მიიღება ყველის ერთი ან რამოდენიმე სახეობის დაქუცმაცებით, შერევით, დნობით,  ამ რეგლამენტით დადგენილი რძისთვის არადამახასიათებელი  ინგრედიენტ(ებ)ისა და  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  ნებადართული  ემულგატორ(ებ)ის დამატებით და შემდგომი გაცხელებით; ჰ 44 ) ყველი შრატის  - რძის ნაწარმი, მაგარი, ნახევრადმაგარი  ან რბილი  კონსისტენციის პროდუქტი, რომელიც მიიღება შრატის კონცენტრირებით და მიღებული მასის ფორმირებით, რომლის ძირითად ნედლეულს წარმოადგენს  შრატი, ნაღები, რძე და რძისგან მიღებული სხვა ნედლეული და შრატის მაღალ ტემპერატურაზე კოაგულაციით, მჟავას დამატებით ან მჟავას დამატების გარეშე, რომელიც შესაძლოა იყოს მომწიფებული ან მოუმწიფებელი, რომლის  ნედლეულს წარმოადგენს შრატი, რძე, ნაღები და დო. შრატის კოაგულაციით მიღებულ ყველში შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს რძეში მათ თანაფარდობას; ჰ 45 ) ყველი შებოლილი,  ყველი  შებოლილი მდნარი,  პროდუქტი შებოლილი ყველის, ყველის პროდუქტი  შებოლილი  მდნარი - რძის ნაწარმი,   ყველი, მდნარი ყველი, ყველის პროდუქტი, მდნარი ყველის პროდუქტი, რომელიც დაექვემდებარა შებოლვას და აქვს შებოლილი პროდუქტებისათვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები; ჰ 46 ) რძის გადამუშავების პროდუქტი ნორმალიზებული - რძის ნაწარმი,  რძის გადამუშავების პროდუქტი, რომელშიც ცხიმის, ცილის ან/და მშრალი გაუცხიმებული ნივთიერებების მასური წილი და მათი თანაფარდობა განისაზღვრება  დეკლარირებული სტანდარტით; ჰ 47 ) დო - კარაქის, ან/და რძის ცხიმისგან მიღებული პროდუქტების წარმოებისას, ნაღების შედღვებისას რძის ცხიმის მოცილების შემდეგ დარჩენილი რძის ნაწარმი; ჰ 48 ) დო მშრალი ( დოს ფხვნილი ) - რძის ნაწარმი,   ნაღების კარაქის წარმოების თანმდევი გაუწყლოებული პროდუქტი; ჰ 49 ) რძის ნაწარმი ეროვნული ( ტრადიციული ) - რძის ნაწარმი, რომელიც საქართველოში იწარმოება ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობაზე გადაცემული მეთოდისა და ინგრედიენტების გამოყენებით; ჰ 50 ) პროდუქტი ცოცხალი - რძის ნაწარმი, რომელსაც  წარმოების პროცესში, ან პროცესის დამთავრების შემდეგ  გამოყენებულ  მიკროორგანიზმების დედოს დამატებული აქვს ცოცხალი პრობიოტური ორგანიზმების მონოკულტურა ან/და  - პრებიოტიკები. დაუშვებელია მზა პროდუქტის თერმული დამუშავება; ჰ 51 ) რძის შემადგენელი კომპონენტები - რძის ცხიმი, რძის ცილა, რძის შაქარი (ლაქტოზა), ფერმენტები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, წყალი; ჰ 52 ) ლაქტოზა - რძის შაქარი, რომელიც მიიღება შრატისგან. უწყლო ლაქტოზის მასური წილი მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით არანაკლებ 99,5%-ია. ლაქტოზა შესაძლებელია  იყოს გაუწლოებული ან შეიცავდეს ერთ მოლეკულა კრისტალურ წყალს, ან წარმოადგენდეს ორივეს ნარევს; ჰ 53 ) რძის მშრალი ნაშთი - რძის შემადგენელი კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც არ შეიცავს წყალს; ჰ 54 ) რძის მშრალი , გაუცხიმოებული ( მოხდილი ) ნაშთი - რძის შემადგენელი კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც არ შეიცავს  რძის ცხიმსა და წყალს; ჰ 55 ) პლაზმა რძის - წყლიან ფაზაში რძის ცილების, რძის შაქრის (ლაქტოზა), მინერალური ნივთიერებების, ფერმენტებისა და ვიტამინების კოლოიდური სისტემა; ჰ 56 ) ცილა შრატის - რძის ცილები, რომლებიც რჩება რძის შრატში კაზეინის გამოლექვის შემდეგ; ჰ 57 ) კონცენტრატი შრატის ცილის - რძის შრატის კონცენტრირებით მიღებული შრატის ცილები; ჰ 58 ) შრატი - ყველის, ხაჭოს,  კაზეინის ან მსგავსი რძის ნაწარმის   წარმოების შემდეგ მიღებული თხევადი  ნარჩენი, რომელსაც გამოცლილი აქვს კაზეინი და ცხიმის უმეტესი ნაწილი.  დელამოს (შენადედის) კოაგულაცია მიიღწევა  დვრიტის/კვეთის ფერმენტების გამოყენებით; ჰ 59 ) ფხვნილი შრატის ( მშრალი შრატი ) - რძის ნაწარმი,   შრატის ან შემჟავებული შრატის გამოშრობით მიღებული პროდუქტი; ჰ 60 ) შრატი შემჟავებული - ყველის, კაზეინის ან მსგავსი პროდუქტების წარმოების შემდეგ მიღებული თხევადი  ნარჩენი, რომელსაც გამოცლილი აქვს კაზეინი და ცხიმის უმეტესი ნაწილი.  შენადედის კოაგულაცია მიიღწევა  შემჟავებით; ჰ 61 ) კაზეინი სასურსათო - რძის ცილის ძირითადი ფრაქცია, მოხდილი/გაუცხიმოებული რძის ან რძის  სხვა  ნაწარმის  გადამუშავების პროდუქტი; ჰ 62 ) კაზეინი მჟავე, სასურსათო - სასურსათო კაზეინი, მიღებული მოხდილ/გაუცხიმოებულ რძეზე ან რძის სხვა ნაწარმზე მჟავას მოქმედებით; ჰ 63 ) კაზეინი სასურსათო დვრიტას / კვეთის - სასურსათო კაზეინი,  მიღებული მოხდილ/გაუცხიმოებულ რძეზე, ან რძის სხვა ნაწარმზე  კვეთის/დვრიტას, ან კოაგულაციის ეფექტის მქონე სხვა ფერმენტების მოქმედებით; ჰ 64 ) კაზეინატი ( კაზეინის მარილი ) სასურსათო - რძის ნაწარმი,   მიღებული სასურსათო  ან კვეთის/დვრიტას სასურსათო კაზეინისაგან, გამოშრობისათვის აუცილებელი  გამანეიტრალებელი ნივთიერებების (აგენტების) მოქმედებით; ჰ 65 ) ფუნქციურად აუცილებელი კომპონენტები - კვეთი, დვრიტა, დედო,  პრობიოტური მიკროორგანიზმები (პრობიოტიკები), პრებიოტური ნივთიერებები  (პრებიოტიკები), ფერმენტული პრეპარატები, რძისთვის არადამახასიათებელი ინგრედიენტები (არარძისმიერი ინგრედიენტები), რომლებიც  გამოიყენება რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტების წარმოებაში პროდუქტისათვის სპეციფიკური, განსაკუთრებული თვისებების მისანიჭებლად და რომელთა გამოყენების გარეშე შეუძლებელია ამ პროდუქტის წარმოება; ჰ 66 ) კვეთი , დედო - სპეციალურად შერჩეული და გამოყენებული არაპათოგენური, არატოქსიკური მიკროორგანიზმები ან/და მიკროორგანიზმთა ასოციაციები, რომელშიც უპირატესია რძემჟავა მიკროორგანიზმები; ჰ 67 ) პრობიოტური მიკრორგანიზმები - არაპათოგენური, არატოქსიკური მიკროორგანიზმები -  Bifidobacterium, Lactobacillus, Lactococcus, Propionibacterium  - გვარების სხვადასხვა სახეობათა შტამები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის მიკროფლორის ბიოლოგიურ აქტივობას; ჰ 68 ) პრებიოტიკები - ხსნადი საკვები ბოჭკოები, ან სხვა ნივთიერებათა კომპლექსური ნაერთები, რომელსაც შეიცავს სასურსათო ნედლეული, ან წარმოიქმნება ტექნოლოგიური გადამუშავების პროცესში, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის მიკროფლორის ბიოლოგიურ აქტივობას; ჰ 69 ) ფერმენტული პრეპარატი - ცილოვანი ნივთიერება, რომელიც რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტების წარმოებაში უზრუნველყოფენ ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობას; ჰ 70 ) გაფილტვრა / ფილტრაცია - ნედლი რძის და რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის  მექანიკური მინარევებისაგან გაწმენდა-გასუფთავება  ცენტრიდანული ძალის გამოყენების გარეშე; ჰ 71 ) სეპარირება – ნედლი რძის ან აღდგენილი რძის დაყოფა მაღალი და დაბალი ცხიმშემცველობის ფრაქციებად; ჰ 72 ) ნორმალიზება - ცხიმის, ცილისა და/ან მშრალი ნივთიერების რაოდენობის რეგულირება, პროდუქტისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილ შემცველობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; ჰ 73 ) თერმული ( თბური ) დამუშავება -  რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტების დამუშავება მაღალ ტემპერატურაზე, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია,  პათოგენური მიკროორგანიზმების როდენობის შემცირება ისე, რომ ისინი რისკს არ წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. თერმული დამუშავებისთვის  შესაძლებელია შემდეგი მეთოდების გამოყენება: ა) პასტერიზება (პასტერიზაცია), რომელიც მიიღწევა: ა.ა) ხანმოკლე  - თერმული (თბური)  დამუშავებით არაუმეტეს   72 0 C ტემპერატურაზე 15 წმ-ის განმავლობაში, ან ა.ბ) ხანგრძლივი -  თბური დამუშავებით არაუმეტეს   63 0 C ტემპერატურაზე, 30 წთ-ის განმავლობაში;  ან ა.გ) დროისა და ტემპერატურის სხვა ნებისმიერი კომბინაციით, რომლითაც ექვივალენტური ეფექტი მიიღწევა  და   რძის ტუტე ფოსფატაზა და პეროქსიდაზა  ინაქტივაციას განიცდის დამუშავებისთანავე; ბ) ულტრაპასტერირება (ულტრაპასტერიზაცია) (UHT) ,  რომელიც მიიღწევა: ბ.ა) არანაკლებ 135 0 C  ტემპერატურაზე  ხანმოკლე დამუშავებით ისე, რომ დამუშავებულ პროდუქტში არ მოხდეს მიკროორგანიზმებისა და მათი სპორების ზრდა-განვითარება; ბ.ბ) ისეთი თბური დამუშავება,  რომ დახურულ ჭურჭელში,  15 დღის განმავლობაში 30 0 C-ზე,  ან  50 0 C-ზე   7 დღის  განმავლობაში,   შენარჩუნებულ  იქნეს მიკრობიოლოგიური სტაბილურობა. ჰ 74 ) მომწიფება - რძის, რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის დაყოვნება განსაზღვრულ პირობებში, პროდუქტისთვის  დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური, ფიზიკური, ქიმიური და სტრუქტურული (ტექსტურა) მახასიათებელების მისაღწევად; ჰ 75 ) შემჟავება - კვეთის/დვრიტას მიკროორგანიზმების მოქმედებით რძის შენადედის წარმოქმნა, რასაც თან ახლავს  მჟვიანობის (рН) შემცირება და რძემჟავას  მატება; ჰ 76 ) შედედება - რძის  ცილის კოაგულაციის პროცესი, რომელიც ხორციელდება რძის შემადედებელი ფერმენტული პრეპარატ(ებ)ის ან სხვა მსგავსი ეფექტის მქონე ნივთიერებ(ებ)ისა და ფაქტორ(ებ)ის მოქმედებით; ჰ 77 ) გადადნობა , ჟრობა - დაყოვნება მაღალ ტემპერატურაზე დამახასიათებელი  სპეციფიკური ორგანოლეპტიკური თვისებების - ფერის, სუნის,  გემოს და სტრუქტურის (ტექსტურა) მიღწევამდე; ჰ 78 ) შედღვება -  ნაღების (ტრადიციული)  კარაქის მიღების პროცესი,   ნაღებიდან ცხიმოვანი ბურთულების სახით   ცხიმოვანი ფრაქციის გამოყოფა; ჰ 79 ) თვითდაწნეხვა - პროდუქტის სტრუქტურის ცვლილება  მისივე წონის ზემოქმედებით.  პროდუქტიდან თხევადი ფაზის მოცილება; ჰ 80 ) დაწნეხვა - პროდუქტის სტრუქტურის ცვლილება, გარეგანი ფიზიკური ზემოქმედებით. პროდუქტიდან თხევადი ფაზის მოცილება; ჰ 81 ) დნობა , ჟრობა - პროდუქტზე თერმული (თბური) ზემოქმედების პროცესი, რომლის დროსაც პროდუქტი მყარი მდგომარეობიდან თხევად მდგომარეობაში გადადის; ჰ 82 ) შებოლვა - ყველის, მდნარი ყველის, ყველის სხვა პროდუქტების დამუშავება  გამომშრალი ხის ბოლით, რომელიც არ შეიცავს ცვილს. შებოლვისათვის დაუშვებელია შესაბოლი არომატიზატორების გამოყენება; ჰ 83 ) ფორტიფიცირება - პროდუქტის გამდიდრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორტიფიკანტ(ებ)ით; ჰ 84 ) გაცივება - პროდუქტის ტემპერატურის შემცირება, რომლის დროსაც შეჩერებულია მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარება და მიმდინარე ჟანგვითი პროცესები; ჰ 85 ) შესქელება - კონცენტრირება - პროდუქტის ნაწილობრივი გაუწყლოება,   მშრალი ნივთიერების  მასური წილის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი მნიშვნელობის მისაღწევად; ჰ 86 ) შრობა - გაუწყლოება მშრალი პროდუქტების მისაღებად,   რის შედეგადაც მიღებული პროდუქტის მშრალი ნივთიერების მასური წილი  ≥ 90%; ჰ 87 ) სუბლიმირება ( სუბლიმაცია ) - პროცესი, რომლის დროსაც  ვაკუუმის გამოყენებით  გაყინული პროდუქტიდან ხდება სინესტის მოცილება და შემდგომი შრობა არაუმეტეს 45 0 C ტემპერატურაზე, პროდუქტის მშრალი ნივთიერების მასური წილის  95 %-ის მიღწევამდე; ჰ 88 ) აღდგენა - მშრალ ან კონცენტირებულ პროდუქტზე  დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების მიღწევისათვის, იმ რაოდენობის წყლის დამატება, რომ  აღდგენილ იქნეს  პროდუქტისათვის დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების  თანაფარდობა; ჰ 89 ) რეკომბინაცია - რძის, ან  რძის  ნაწარმის, ან  რძის შედგენილი ნაწარმის შემადგენელი ნაწილებისა და წყლისაგან რძის ნაწარმის მიღება; ჰ 90 ) ათქვეფა - პროდუქტის ინტენსიური არევა (შენჯღრევა), რასაც თან ახლავს პროდუქტის მოცულობის გაზრდა; ჰ 91 ) ჩედერიზაცია – რძის ან ყველის მასის დემინერალიზაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს დვრიტას, რძემჟავა  ბაქტერიების მიერ რძის შაქრის დუღილის შედეგად ან რძის უშუალოდ ორგანული მჟავებით შემჟავებისას წარმოქმნილი რძემჟავას მოქმედებით. გამოიყენება ნახევრადმაგარი და რბილი ყველის წარმოებაში; ჰ 92 ) დეკლარირებული სტანდარტი - სტანდარტი, რომელსაც მწარმოებელი იყენებს და რომლის გამოყენების შესახებაც მიუთითებს, მათ შორის, საწარმოს შიდა სტანდარტი; ჰ 93 ) მაწონი − ქართული ტრადიციული რძემჟავა პროდუქტი, რომელიც მიიღება ძროხის, კამეჩის, თხის, იშვიათად ცხვრის ან აღდგენილი, ნორმალიზებული და პასტერიზებული რძის ან მათი ნარევის შედედებით, საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება № 342 - ვებგვერდი, 13.07.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 მაისის დადგენილება №251 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3251284421436 (და…5 (და…7 (და…34 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსურსათის/ცხოველის საკვ…სურსათის დანაკარგებისა…რძისა და რძის ნაწარმის…ბავშვთა ბუნებრივი კვებ…ნარჩენების მართვის კოდ…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა