“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 278

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული იმპორტული ტვირთის საქართველოში შემოტანა ნებადართულია ამ ტვირთზე მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული საიმპორტო საკარანტინო ნებართვისა და ექსპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვისა და კარანტინის ოფიციალური სამსახურის მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის არსებობისას, რომელსაც ექსპორტიორი ქვეყნის აღნიშნული ორგანო გასცემს ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის თითოეულ ვაგონზე (კონტეინერზე) ან თითოეულ გზავნილზე (პარტიაზე), თუ ერთ ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის რამდენიმე გზავნილია (პარტიაა).

2.ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ცალკეული იმპორტული ტვირთის უსერტიფიკატოდ გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ მცენარეთა დაცვის სამსახურის ნებართვით.

3.ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული საექსპორტო ტვირთი გადასაზიდად მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ ტვირთგამგზავნი რკინიგზას წარმოუდგენს მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემულ ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24116142792752835457¹12²2731 (დ…60278
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…სურსათის/ცხოველის საკვ…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა