“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 277

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კარანტინგამოცხადებული ზონიდან მიტანილი საქვეკარანტინო ტვირთის გადმოტვირთვა, ტვირთმიმღების მიერ, ხორციელდება მხოლოდ მცენარეთა კარანტინის ინსპექციის ნებართვით.

2.საქვეკარანტინო ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ‚ ტვირთმიმღები ასუფთავებს ვაგონებს (კონტეინერებს)‚ ხოლო ტვირთის ნარჩენებსა და ნაგავს, მცენარეთა კარანტინის ინსპექცის მითითებით, წვავს საამისოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში.

3.ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ვაგონები (კონტეინერები), საჭიროებისას, ექვემდებარება გაუსნებოვნებას მცენარეთა დაცვის სამსახურის მიწერილობის (საკარანტინო ფოტოსანიტარული კონტროლის აქტი) საფუძველზე,.

4.ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთისა და სატრასპორტო საშუალებების გაუსნებოვნების ორგანიზებას უზრუნველყოფს მცენარეთა დაცვის სამსახური. გაუსნებოვნებისა და მასთან დაკავშირებულ მოცდენის ხარჯებს ანაზღაურებს ტვირთმიმღები.

5.ვაგონების (კონტეინერების) გაუსნებოვნების თაობაზე მცენარეთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს საკარანტინო ფიტოსანიტარიული კონტროლის აქტს‚ რომელსაც ტვირთმიმღები წარუდგენს სადგურს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28201411614282283280545512²12 (დ…277
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…სურსათის/ცხოველის საკვ…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სახელმწიფო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა