“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 29

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებით გაწეული სხვა მომსახურების საფასურის გადახდამდე შემდგომი დატვირთვისათვის ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება შეიძლება შეჩერდეს ან, გამონაკლის შემთხვევებში, განხორციელდეს მხოლოდ რკინიგზის უფლებამოსილი პირის წერილობითი მითითების საფუძველზე.

2.რკინიგზა ვალდებულია, ტვირთგამგზავნს დასატვირთად მიაწოდოს გასუფთავებული, შიგნიდან და გარედან გაწმენდილი, საჭიროებისას კი, გარეცხილი და დეზიფინცირებული, ტვირის გადასაზიდად ვარგისი ვაგონები (კონტეინერები), მოხსნილი სამაგრი სამარჯვებით, თუ მათი მოხსნა ტექნიკურად დასაშვებია.

3.რკინიგზის ცისტერნების, ბუნკერული ტიპის ნახევარვაგონების მომზადებას უზრუნველყოფს რკინიგზა ან ტვირთმიმღები, რკინიგზის ხარჯით, მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სპეციალური ცისტერნების მომზადებას, რომლებიც რკინიგზას არ ეკუთვნის – ტვირთგამგზავნი.

4.ვაგონების (კონტეინერების) კომერციულ ვარგისობას კონკრეტული ტვირთის გადასაზიდად განსაზღვრავენ: ა) ვაგონების მიმართ – ტვირთგამგზავნი, თუ დატვირთვა განხორციელდა მის მიერ, ან რკინიგზა, თუ დატვირთვას ის აწარმოებს; ბ) კონტეინერების მიმართ – ტვირთგამგზავნი.

6.ტვირთგამგზავნი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მისი ტვირთის გადასაზიდად მიწოდებული უვარგისი ვაგონების (კონტეინერების) გამოყენებაზე, ხოლო რკინიგზა ვალდებულია, შეცვალოს ისინი ვარგისით. ტვირთის გადასაზიდად ვაგონების უვარგისობის ფაქტი, მათ შორის, ტვირთის ვაგონიდან გადმოტვირთვის შემდეგ, ფორმდება საერთო ფორმის აქტით, რომელსაც ხელს აწერენ რკინიგზისა და ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი წარმომადგენლები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2028451481553129
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა