“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 31

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ტვირთი გადასაზიდად იმდაგვარად მოამზადოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და ტვირთის, ვაგონების (კონტეინერების) მთლიანობა.

2.საზღვაო ნავსადგურების მეშვეობით ან რკინიგზის სასაზღვრო გადამცემი სადგურების გავლით გადასაზიდი, მათ შორის, საექსპორტი ტვირთის გაფუჭების, დაზიანების, დაკარგვის ან კლების თავიდან აცილების მიზნით, ასევე მოძრავი შემადგენლობის, რკინიგზის ვაკისის და გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ტვირთი გადასაზიდად წარმოდგენილი უნდა იყოს ტექნიკურ პირობებსა და სტანდარტებს შესატყვის სატრანსპორტო ტარაში შეფუთული.

3.ტვირთგამგზავნი, სადგურის მოთხოვნით, ვალდებულია წარმოადგინოს გადასაზიდ ტვირთზე, ხოლო თუ იგი შეფუთულია, ასევე ტარასა და შეფუთვაზე არსებული სტანდარტები და ტექნიკური პირობები.

4.ტვირთი, რომლის ტარასა და შეფუთვაზე სტანდარტები და ტექნიკური პირობები არ არის დადგენილი, გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს წესივრულ მდგომარეობაში, რაც გადაზიდვისას უზრუნველყოფს მის მთლიანობას.

5.იმპორტულტარიან და ცალკეულ ტვირთს რკინიგზა გადასაზიდად იღებს იმ ტარით (შეფუთვით), რომლითაც ის შემოზიდულია საზღვარგარეთიდან, თუ ტარა (შეფუთვა) უზრუნველყოფს ტვირთის მთლიანობას. საჭიროების შემთხვევაში, ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) რკინიზასთან ათანხმებს ტვირთის გადაზიდვის განსაკუთრებულ პირობებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
192071251521456766861481322912031
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…საზღვაო კოდექსისაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა