საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 45. რკინიგზის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყოფლობისათვის და ტვირთგამგზავნის პასუხისმგებლობა მიწოდებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამოუყენებლობისათვის

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რკინიგზა ვაგონის (კონტეინერის) ან/და რეფრიჟერატორული ვაგონის (ტრანსპორტიორის) გამოუყოფლობისათვის, ხოლო ტვირთგამგზავნი ტვირთის წარუდგენლობის, მისი დანიშნულების ადგილის შეცვლის, გამოყოფილი ვაგონის (კონტეინერის) ან/და რეფრიჟერატორული ვაგონის (ტრანსპორტიორის) გამოუყენებლობისათვის ან მის/მათ მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია, „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად აანაზღაუროს ზიანი.

2.ტვირთგამგზავნი ზიანის ანაზღაურებისაგან თავისუფლდება, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები: ა) დაუძლეველი ძალა; ბ) საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის აკრძალვა, ტვირთის დატვირთვის შეწყვეტა ან შეზღუდვა; გ) ავარია, რომლის გამო შეწყდა ტვირთგამგზავნის ძირითადი საქმიანობა; დ) ტვირთგამგზავნის თანხმობის გარეშე ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაზიდვის განაცხადით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობით მიწოდებული ვაგონების (კონტეინერების) გამოუყენებლობა; ე) ტვირთის ტონობით გადაზიდვის განაცხადის შესრულება, თუ მისი გადაზიდვა დადგენილია ვაგონითა და ტონობით.

3.თუ ტვირთგამგზავნი ვაგონების (კონტეინერების) შემჭიდროებული დატვირთვის შედეგად იყენებს განაცხადით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობის ვაგონებს (კონტეინერებს), მათი სრულად გამოუყენებლობით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება.

4.თუ ტვირთგამგზავნი დატვირთვამდე 2 დღით ადრე მაინც გააფრთხილებს რკინიგზის სადგურს ვაგონის (კონტეინერის) გამოუყენებლობის თაობაზე, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა მესამედით მცირდება.

5.რკინიგზა ზიანის ანაზღაურებისაგან თავისუფლდება, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები: ა) დაუძლეველი ძალა; ბ) საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის აკრძალვა, ტვირთის დატვირთვის შეწყვეტა ან შეზღუდვა; გ) ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადაუხდელობა.

6.თუ ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) და ნავსადგური დააყოვნებენ ვაგონებს (კონტეინერებს) მათი დატვირთვის, გადმოტვირთვის, გაწმენდისა და გარეცხვის გამო, რკინიგზა თავისუფლდება ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან იმ რაოდენობის ვაგონების (კონტეინერების) გამოუყოფლობისათვის, რომლებიც დაყოვნდა და ამ მიზეზით ვერ მიეწოდა დასატვირთად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რკინიგზა ვაგონის (კონტეინერის) ან/და რეფრიჟერატორული ვაგონის (ტრანსპორტიორის) გამოუყოფლობისათვის, ხოლო ტვირთგამგზავნი ტვირთის წარუდგენლობის, მისი დანიშნულების ადგილის შეცვლის, გამოყოფილი ვაგონის (კონტეინერის) ან/და რეფრიჟერატორული ვაგონის (ტრანსპორტიორის) გამოუყენებლობისათვის ან მის/მათ მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია, „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის“ შესაბამისად აანაზღაუროს ზიანი. 2. ტვირთგამგზავნი ზიანის ანაზღაურებისაგან თავისუფლდება, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები: ა) დაუძლეველი ძალა; ბ) საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის აკრძალვა, ტვირთის დატვირთვის შეწყვეტა ან შეზღუდვა; გ) ავარია, რომლის გამო შეწყდა ტვირთგამგზავნის ძირითადი საქმიანობა; დ) ტვირთგამგზავნის თანხმობის გარეშე ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გადაზიდვის განაცხადით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობით მიწოდებული ვაგონების (კონტეინერების) გამოუყენებლობა; ე) ტვირთის ტონობით გადაზიდვის განაცხადის შესრულება, თუ მისი გადაზიდვა დადგენილია ვაგონითა და ტონობით. 3. თუ ტვირთგამგზავნი ვაგონების (კონტეინერების) შემჭიდროებული დატვირთვის შედეგად იყენებს განაცხადით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობის ვაგონებს (კონტეინერებს), მათი სრულად გამოუყენებლობით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება. 4. თუ ტვირთგამგზავნი დატვირთვამდე 2 დღით ადრე მაინც გააფრთხილებს რკინიგზის სადგურს ვაგონის (კონტეინერის) გამოუყენებლობის თაობაზე, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა მესამედით მცირდება. 5. რკინიგზა ზიანის ანაზღაურებისაგან თავისუფლდება, თუ არსებობს შემდეგი გარემოებები: ა) დაუძლეველი ძალა; ბ) საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვის აკრძალვა, ტვირთის დატვირთვის შეწყვეტა ან შეზღუდვა; გ) ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადაუხდელობა. 6. თუ ტვირთმიმღები (ტვირთგამგზავნი) და ნავსადგური დააყოვნებენ ვაგონებს (კონტეინერებს) მათი დატვირთვის, გადმოტვირთვის, გაწმენდისა და გარეცხვის გამო, რკინიგზა თავისუფლდება ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან იმ რაოდენობის ვაგონების (კონტეინერების) გამოუყოფლობისათვის, რომლებიც დაყოვნდა და ამ მიზეზით ვერ მიეწოდა დასატვირთად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 იან. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
512348107131128¹15615816299968666945
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა