1.ცხოველების დატვირთვა-გადმოტვირთვა ვაგონებში გადასაზიდად ხორციელდება არასაერთო სარგებლობის ადგილებში, სადაც მოწყობილია პირუტყვის დასატვირთი ბაქნები.
2.გამონაკლის შემთხვევებში ცხოველთა დატვირთვა-გადმოტვირთვა დაიშვება საერთო სარგებლობის ბაქნებიდან ან სადგურის მოედნებიდან, ტრაპის გამოყენებით.
3.სადგურის საერთო სარგებლობის ადგილებში დატვირთვისას ცხოველები სადგურში მიყვანილი უნდა იყვნენ სადგურთან შეთანხმებულ ვადაში.

