“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 313

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სპეციალურ თაროებსა და ვაგონის კარის ღიობებს შორის მოთავსებული საკვები და საფენი გადაიზიდება ცხოველებთან ერთად. მარცვლეული საკვები (შვრია, ფქვილი, ქატო და კომბინირებული საკვები) შეფუთული უნდა იყოს ტომრებში, ხოლო თივა და ნამჯა – ზარდინებად (ფუთებად) დაწნეხილი.

2.ტვირთგამგზავნის თხოვნით და მისი ხარჯით საკვებისა და საფენის გადასაზიდად შეიძლება გამოიყოს ცალკე ვაგონი.

3.ცხოველებით დატვირთული ვაგონების გორაკიდან დაშვება და მათ მიმართ ბიძგებთან დაკავშირებული მანევრები წარმოებს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით. სადგური ვალდებულია გააფრთხილოს ასეთი ვაგონების გამყოლები მანევრირების დაწყების თაობაზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
201728320300309313
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა