Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებმუხლი 20

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

მუხლი 20. პატრონიანი ცხოველის გადაადგილების ზოგადი მოთხოვნები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 9 ივლ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოველის გადაადგილება, მათ შორის, გასეირნება, მგზავრობა და ღონისძიებებში გამოყენება, უნდა განხორციელდეს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2.ძაღლის გასეირნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), დასაშვებია მხოლოდ საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.აკრძალულია ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში (გარდა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევისა), ასევე საავადმყოფოში, გარდა კატისა და მცირე ზომის ძაღლისა, რომელთა შეყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით, აგრეთვე ასისტენტი ძაღლისა.

4.ცხოველთან ერთად მგზავრობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაშვებია საბლის ან ალიკაპის გამოყენებით, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის შემთხვევაში აგრეთვე − ხელში აყვანით ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) მეშვეობით.

5.ცხოველის გამოყენება სპორტულ, კულტურულ ან გასართობ ღონისძიებაში დასაშვებია ცხოველის სახეობრივი/ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

6.ცხოველის მონაწილეობით სპორტული, კულტურული ან გასართობი ღონისძიების ჩატარება საზოგადოებრივ სივრცეებში ნებადართულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ტერიტორიაზე.

7.ცხოველის დაშვების ამკრძალავი ნიშნის განთავსების შემთხვევაში პირი ვალდებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსოს ცხოველის მისაბმელი.

8.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესებით დამატებით განსაზღვროს: ა)  ადგილები, სადაც არ დაიშვება ძაღლის ყოფნა; ბ) სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, სადაც დასაშვებია ძაღლის გასეირნება საბლის გარეშე; გ) ცხოველის გასეირნების, მგზავრობის და ღონისძიებებში გამოყენების განსხვავებული წესი (მათ შორის, ალიკაპის გამოყენების წესი).

9.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სასამსახურო ძაღლზე.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-07-09

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

  • 4ცხოველის კეთილდღეობის პრინციპები
  • 19ცხოველისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობა
  • 12ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 103²შინაური ბინადარი ცხოველის გადაადგილების მოთხოვნების დარღვევა
  • 102⁴(ამოღებულია)

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 24ქვეითის მოძრაობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 22მეხრესთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
  • 46მგზავრთა გადაყვანა

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 34ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის
  • 26ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობა
  • 9ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობის ძირითადი მოთხოვნები

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 31ტყეში შესვლა და გადაადგილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
103²102⁴3426924224631244191220
მითითებამნიშვნელობით ახლოსშინაურ ბინადარ ცხოველთ…საქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…ცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს ტყის კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 ივლ. 2025