1.ტვირთგამგზავნი უფლებამოსილია‚ გადასაზიდად წარმოადგინოს ფასგამოცხადებული ტვირთი.
2.ფასის გამოცხადება სავალდებულოა, თუ გადასაზიდად წარდგენილია: ა) ძვირფასი ლითონები‚ პატიოსანი თვლები და მათი ნაკეთობანი; ბ) ხელოვნების ნიმუშები‚ ანტიკვარული საგნები და სხვა მხატვრული ნაკეთობანი; გ) ვიდეო- და აუდიოაპარატურა; დ) ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნიკა; ე) სამრავლებელი ტექნიკა; ვ) მანქანა-მოწყობილობის‚ ხელსაწყოების საცდელი ნიმუშები; ზ) პირადი (ყოფითი) საჭიროებებისათვის განკუთვნილი ტვირთი‚ რომელიც თანხლების გარეშე გადაიზიდება.

